სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

ათეულის ყველაზე დაბალფასიანი ეგზემპლარი გახლავთ Pagani Huayra, რომლის ფასიც 1,3 მილიონი დოლარია. Pagani Huayra სპორტული ავტომობილი გახლავთ, იტალიელების მიერ არის წარმოებული და ის პირველად 2012 წელს გამოუშვეს.

მეცხრე ადგილზეა 1.34 მილიონ დოლარიანი McLaren P1, რომელიც ბრიტანულია და 2013 წლიდან იწარმოება.

მერვე ადგილზეა Ferrari LaFerrari. მისი ფასი 1,6 მილიონი დოლარია და ის პირველი ჰიბრიდული სპორტქარია. აქვს 950 ცხენის ძალა ბენზინზე მუშაობისას და 161 ცხენის ძალა როდესაც გადადის ელექტრონულ ძრავაზე. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 350 კმ/სთ და 100 კმ/სთ წევს 3 წამზე ნაკლებ დროში.

იგივე პოზიციაზე Aston Martin One-77 რომელიც ასევე 1,6 მილიონი დოლარი ღირს და მსოფლიოში ამ მანქანის მხოლოდ 77 ეგზემპლარი არსებობს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ და 100 კმ/სთ-ს 3.5 წამში კრეფს.

Ferrari F60 America ძვირადღირებულ ავტომობილებში მეექვსე ადგილზეა და 2,6 მილიონი დოლარი ღირს. მსოფლიოში მისი მხოლოდ 10 ეგზემპლარი არსებობს და ყველა მათგანი 2014 წლის შემოდგომაზე ავტომობილის გამოშვების დაანონსებისთანავე გაიყიდა.

იგივე ფასი აქვს მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ავტომობილს Bugatti Veyron Grand Sport Vitesse -საც, ის ღირს 2,6 მილიონი დოლარი და აქვს 1,200 ცხენის ძალა.

მეოთხე პოზიციაზეა Koenigsegg One:1, რომელიც 2,85 მილიონი დოლარი ღირს, 1.340 ცხენის ძალის მფლობელია და 300 კმ/სთ-ს აწევა შეუძლია 11.922 წამში.

მესამე ადგილზეა 3,4 მილიონი დოლარის ღირებულების Lykan HyperSport, რომელიც შუა აღმოსავლეთში წარმოებული პირველი სუპერქარია და მსოფლიოში მისი მხოლოდ 7 ეგზემპლარი არსებობს. ფლობს 780 ცხენის ძალას და 100 კმ/სთ-ს აწევა შეუძლია 2,8 წამში.

მეორე ადგილზეა 4.5 მილიონ დოლარად შეფასებული Lamborghini Veneno Roadster. გამოშვებულია 2014 წელს, აქვს 740 ცხენის ძალა და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 355 კმ/სთ.

რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს ეს გახლავთ 4,8 მილიონ დოლარიანი Koenigsegg CCXR Trevita. მსოფლიოში ამ შვედური ვტომობილის მხოლოდ ორი ეგზემპლარი არსებობს, მის შემქმნელებს 3 ავტომობილის შექმნა სურდათ, მაგრამ მისი აწყობა ისეთი რთულია, რომ ორზე შეჩერდნენ. Koenigsegg CCXR Trevita-ს მაქსიმალური სიჩქარეა 410 კმ/სთ და 100 კმ/სთ-ს აწევა 2,9 წამში შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100