„Mitsubishi i-MiEV“ იაპონიაში 25 ათასი ამერიკული დოლარი ეღირება

ავტომწარმოებელ კომპანია, „Mitsubishi“-ში შეძლეს, რომ საგრძნობლად შეემცირებინათ ახალი ელექტრო ავტომობილის, „i-MiEV“-ის ღირებულება იაპონიის ავტო ბაზარზე. სწორედ ეს მახასიათებელი ქმნის აღნიშნულ მოდელს ყველაზე ხელმისაწვდომს ამომავალი მზის ქვეყანაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულისთვის „i-MiEV“-ის ფასი 2 მილიონ იენამდე, ანუ 25 ათას ამერიკულ დოლარამდე ჩამოვა. ავტომობილი ახალი ელექტრო ბატარიით არის აღჭურვილი და მას, ელექტრო ენერგიით სრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში 120 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც 40 კილომეტრით ნაკლებია საბაზო მოდელთან შედარებით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქში სამოძრაოდ სრულიად საკმარისია.

„i-MiEV“-ის თავდაპირველი ღირებულება 45 ათასი ამერიკული დოლარი იყო. თუმცა, გარკვეული სტატუსის მქონე პირებს ავტომობილი 33 ათასი ამერიკული დოლარი უჯდებოდათ. 2009 წლისთვის აღნიშნული მოდელი მხოლოდ იურიდიულ პირებზე იყიდებოდა, გასული წლიდან კი ეს შეზღუდვა მოიხსნა და ახლა ავტომობილის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარი