ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდი

2011 წელს ყველაზე ძვირად შეფასებული ავტომწარმოებელი კომპანია, „Toyota” გახდა. იგი 25,198 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მაღალია.

გასული წლის გამარჯვებული, კომპანია “BMW” მიმდინარე წელს მეორე ადგლს დასჯერდა, იგი 22,425 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. რეიტინგის მესამე პოზიციაზე „Mercedes-Benz“–ია. კომპანიის ღირებულება 15,344 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ათეულში მოხვდნენ: „Honda“, „Porsche“, „Nissan“,

„Volkwagen“, „Ford“, „Audi“ და „Lexus“.

საერთო სურათი კი ასეთია: ავტომწარმოებელი კომპანიების ღირებულება მიმდინარე წელს, საშუალოდ 7 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა გასულ წელს 15 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა. ექსპერტების ვარაუდით, ფასი ზრდას მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარი