პირველი ელექტრო ავტომობილის გადაცემის ცერემონია

7 მარტი, პარასკევი, 12 საათი.

მის: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.მიცუბიში მოტორს ჯორჯიას ავტოსალონი.

მიცუბიში მოტორსის კორპორაციამ, გამოიჩინა კეთილი ნება საქართველოს მთავრობის მიმართ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 5 (ხუთი) მიცუბიშის ინოვაციურ ელექტრომობილ I-Miev-ს გადსცემს.

„ეს ფაქტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და იაპონიის ქვეყნებს შორის თანამეგობრობასა და სამომავლო ურთიერთობებს, რაც ჩვანი მხრიდან მისასალმებელია“ - აცხადებს მიცუბიში მოტორს კორპორაციის წარმამადგენელი.

Mitsubishi I-MIEV-ი არის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო მანქანა, რომელსაც სავსე აკუმულატორით 120–150 კილომეტრის გავლა შეუძლია. I-MIEV-ის დატენვა ჩვეულებრივი დენის წყაროშია შესაძლებელი და ამას 7 საათი სჭირდება.

ელექტრომობილები საქართველოში მალე ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს და მის ეკოლოგიურობას კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა. 2015 წლის 1 მარტიდან ძალაში შევა კანონი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებაზე, რაც ძველი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით იქნა შემუშავებული საქართველოს მთავრობის მიერ.

გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ: იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი ბ–ნ ტარიელ ხეჩიკაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ბ–ნ ტოშიო კაიტანი, მიცუბიში მოტორს კორპორაციის ევროპა–მცირე აზია–აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ბ–ნ კაჯი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მსურველებისთვის გაიმართება ტესტ–დრაივი.

კომენტარი