Ford C-Max Solar Energi - მზის ენერგია ბენზინის ნაცვლად

კომპანია ფორდი საზოგადოების გაოცებას გეგმავს. Consumer Electronics Show-ზე ის ახალ ავტომობილს წარადგენს, რომელიც მზის ენერგიის საშუალებით გადაადგილდება.

როგორც ცნობილია ავტოსამყაროს სიახლეს Ford C-Max Solar Energi ჰქვია და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალების ახალი ტიპია. მის შექმნაში მონაწილეობდნენ კომპანია SunPower-ის წარმომადგენლები და ჯორჯიის ინსტიტუტის მეცნიერები. ამ ეტაპზე Ford C-Max Solar Energi-ის ელემენტები, სრულად დატენვის შემთხვევაში 34 კილომეტრს გადის, თუმცა ფორდი მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებას გეგმავს.

კომენტარი