ყველაზე სწრაფი “Jeep”: „Mercedes“–მა „Porsche“–ს აჯობა

ატელიე „Brabus“–ის მიერ აწყობილმა „Mercedes-Benz GLK“–მა 322,3კმ/სთ–ის განვიტარება შეძლო. აღნიშნული სისწრაფე კი სერიული წარმოების “Jeep”–ს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი მოდელი V12 ტიპის 6,3 ლიტრიანი ორმაგი ძრავითაა აღჭურვილი. ძრავის სიმძლავრე 750 ცხენის ძალაა. ავტომობილი 100 კმ/სთ–ს 6,7 წამში ავითარებს, 8,6 წამის შემდეგ კი ისარი 200 კმ/სთ–საც უჩვენებს. თითქმის ასეთივე მახასიათებლები აქვს „Porsche Panamera Turbo“–ს, რომელის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალას უდრის, მაგრამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 303 კმ/სთ–ია.

ვტომონილის საბურავები 22 დიუმიანია. გასაგებია, რომ ასეთი საბურავებით აღჭურვილი მოდელით ნებისმიერ გზაზეა მოძრაობა შესაძლებელი. „Mercedes-Benz GLK“–ის ღირებულება 580 ათასი ამერიკული დოლარია. ამ მოდელის მფლობელი არა მარტო უნიკალურ სისწრაფესა და ვიზუალურ ეფექტს იღებს, არამედ ავტომობილის სალონის კეთილმოწყობი და სასიამოვმო გარემოსაც. მიუხედავად თითქმის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა, ავტომობილი ავტობაზარზე მოთხოვნადი არ არის, მაგრამ ჯერ–ჯერობით უსწრაფეს „Jeep”ად რჩება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი