სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანტი, ლენინი და ჯეკ ნიკოლსონი

გერმანელი ფილოსოფოსი, საბჭოთა ბელადი და ჰოლივუდის ვარსკვლავი, სხვადასხვა ეპოქებსა და სფეროებში მოღვაწე სამი ადამიანი, რომელთაც ერთი საერთო აქვთ - დაბადების დღე. 22 აპრილი იმანუელ კანტის, ვლადიმერ ლენინისა და ჯეკ ნიკოლსონის დაბადების დღეა.

“წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი, თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე” - ამ სიტყვების ავტორი იმანუელ კანტი 1724 წლის 22 აპრილს ქალაქ კენიგსბერგში, ახლანდელ კალინინგრადში დაიბადა.

ის ცდილობდა შემეცნებისათვის ყველაზე რთული ასპექტი - მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის შესაძლებლობანი ახსნას. კანტისთვის არსებობდა თავდაპირველი, აპრიორული და აპოსტერიორული ცოდნა (ანუ აპრიორიდან ე.ი. საწყისიდან გამომდინარე). პირველი ცოდნის წყაროა სულის შემეცნებითი შესაძლებლობა.

კანტის ეთიკის თანახმად, ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილებათა მიღებაში. მას შეუძლია არ დაემორჩილოს მოვლენათა სფეროს აუცილებლობას,იმოქმედოს კატეგორიული იმპერატივის მიხედვით. კატეგორიული იმპერატივი მოითხოვს: „მოიქეცი ისე,რომ შენს მოქმედებაში ადამიანი, ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება„

იმანუელ კანტი 1804 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა.

ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი, ლენინი დაიბადა 1870 წლის 22 აპ­რილს სიმბირსკში.

რევოლუციონერი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის საქმის განმგრძობი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი, ისტორიაში უდიდესი სოციალისტური რევოლუციისა და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი.

გარდაიცვალა 1924 წლის 21 იანვარს დაბა გორკში.

1937 წლის 22 აპრილს დაიბადა ჯეკ ნიკოლსონი -ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი, ე.წ. „მეთოდური შესრულების“ სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო ნომინირებული (გაიმარჯვა 3-ჯერ), რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია, და ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს (17 ნომინაციიდან 3 ოსკარი) საერთო ნომინაციებით. მას ასევე მიღებული აქვს 7 ოქროს გლობუსი და კენედის ცენტრის პრემია.

1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100