„რაც უფრო დაბალია ბავშვის ასაკი, მით უფრო ხშირია მისი ვირუსული ინფექციით დაავადების რისკი, რასაც შემდგომ მოსდევს გართულება“ – „ჯანმრთელობის სახლის“ პედიატრი ლალი გელაშვილი

ზამთრის დადგომასთან ერთად ვირუსული პერიოდი უფრო მეტად იკიდებს ფეხს და უამრავი ტიპის სეზონური დაავადება თუ გაციება დისკომფორტთან, ტკივილთან, ცუდ განწყობასთან ერთად დიდ ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული.

ყველაზე რთული პერიოდი კი ბავშვებისთვის არის, რადგან მათი იმუნური სისტემა ძალიან ფაქიზია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს იმ ბაქტერიებსა თუ ვირუსებს, რომლებიც მრავლად არის ჩვენს გარშემო.

რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული წელს, როგორ დავიცვათ მათგან პატარები და რა სათანადო პროცედურები ტარდება - ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკაჯანმრთელობის სახლისპედიატრი ლალი გელაშვილი:

- ზამთრის დადგომასთან ერთად აქტიურდება ვირუსები. რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ვირუსებს?

- სეზონურ ვირუსებს ახასიათებს ცხვირიდან გამონადენი, დისკომფოტი, ტკივილი და სიმშრალე ყელის არეში, წვა, კუნთების ტკივილი, მაგრამ ბავშებში ეს სიმპტომატიკა სრულად არ არის წარმოდგენილი. პატარებს ძირითადად მადა უქვეითდებათ, ჭირვეულობენ, იმატებს სხეულის ტემპერატურა, რომელიც შეიძლება ასცდეს 37,5-38 ცელსიუსს.

- რომელი ვირუსია წელს გავრცელებული უფრო მეტად?

- ძირითადად ამ სიმპტომატიკის ვირუსული ინფექციები გვხვდება წელს, რომელიც ძალიან არის მოდებული პატარებში. იწყება ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილითა და ტემპერატურის მატებით.

- რა ასაკის ბავშვებში არის ყველაზე მეტად მოდებული ვირუსული ინფექცია?

- ყველაზე მოწყვლადი ყველა დაავადებასთან მიმართებაში არის წლამდე ასაკი, შემდეგ ერთიდან ხუთ წლამდე - რაც უფრო დაბალია ბავშვის ასაკი, მით უფრო ხშირია მისი ვირუსული ინფექციით დაავადების რისკი და განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ასაკის ბავშვები, რადგან გართულების ალბათობა უფრო მაღალია.

- რა შეიძლება ჩაუტარდეს ბავშვებს პრევენციის მიზნით?

- ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ გააკაჟონ პატარები სხვადასხვა პროცედურებით, პირველ რიგში, სუფთა ჰაერზე ყოფნით, რაც შეიძლება დიდხანს. წლამდე ბავშვის ძუძუთი კვება ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, რათა იმუნური სისტემა ჰქონდეთ კარგ მდგომარეობაში, ჯანსაღი კვების რაციონი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ასაკის მატებასთან ერთად დაიწყონ მათი კურორტული მკურნალობა, გამაკაჟებელი მასაჟი, წყლის პროცედურები და ..

- პირველადი პროცედურა, რაც შეიძლება ჩაუტარდეს ბავშვებს პირველი სიმპტომების დროს...

- პირველი სიმპტომი, რაც ვირუსული ინფექციის დროს გვხვდება, ეს არის ცხვირიდან გამონადენი და მშობლებს მაქსიმალურად ვურჩევ ხოლმე, რომ პატარებს გაუკეთონ ცხვირის ღრუს სანაცია - გამორეცხვები, გაწმენდა. დააკვირდნენ ბავშვის ქცევებს - უქვეითდებათ თუ არა მადა, ღებულობენ თუ არა სითხეებს და .. პირველი სიმპტომატიკისას აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი თბილი სითხის მიღება.

- მშობლები ხშირად სახლის პირობებში თავად მკურნალობენ პატარებს. რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს?

- რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო უნდა გავამახვილოთ ყურადღება მის ავადობაზე. დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს, როდესაც სხეულის ტემპერატურა არის მაღალი და ეს დინამიკა ხანგრძლივად არის შენარჩუნებული, უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე, ჭირვეულობს, აღგზნებულია - ეს ის სიმპტომებია, როდესაც სახლის პირობებში მკურნალობის ნაცვლად პედიატრთან უნდა მიიყვანონ ბავშვი, რათა არ მოხდეს ინფექციის გართულება.


კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი"ტელ: 2 25 90 50; 25 90 70
მის: წინანდლის 9/20
შემოგვიერთდით ფეისბუქზე

https://www.facebook.com/hhealthhouse/


კომენტარი