„ექიმები ვერ ხვდებოდნენ ჩემს გოგონას რა დაავადება სჭირდა... აღმოჩნდა, რომ ეს ჩუტყვავილა იყო“ (+18)

5 წლის ივი-ბეთ ტეილორმა მძიმე დაავადება გადაიტანა - მას ბატონები გართულებულ ფორმაში ჰქონდა, თუმცა ექიმები ვერ ადგენდნენ ზუსტ დიაგნოზს.

მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბავშვი გარკვეული გენეტიკური დაავადების მატარებელი იყო, ამიტომ დამატებითი გამოკვლევების სრული კურსი ჩაუტარეს.

33 წლის ლიან ტეილორი იხსენებს, თუ როგორ დააბნია ბავშვის გამონაყარმა ის და მისი მეუღლე - პატარას წყლულები გაუჩნდა მთელს სხეულზე. ცოტა ხანში სუნთქვა გაუძნელდა, ცხვირიდან კი ლორწოვანი გამონადენი ჰქონდა, რომელსაც ვერ აშორებდნენ.

ოდნავი შეხებაც ბავშვისთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ ივი-ბეთი ტირილამდე მიჰყავდა. ლიანმა ორჯერ გამოიძახა სასწრაფო, მედიკოსთა ბრიგადა კი გოგონას ჰოსპიტალიზირებაზე უარს აცხადებდა, თუმცა დედას ურჩევდა, რომ ბავშვისთვის ანტიბიოტიკები მიეცა.

„ჩვენ ახლოს ვერ ვეკარებოდით ივი-ბეთს, რათა დაგვებანა ან ჩაგვეწვინა საწოლში, რადგან ტკივილისგან ხმამაღლა კიოდა“ - განაცხადა ლიანმა.

როდესაც გოგონას დედამ მოახერხა ბავშვის საავადმყოფოში მიყვანა, აქაც პრობლემა გაჩნდა - ექიმებს გაუჭირდათ გოგონას დაავადების დადგენა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ივი-ბეთს ჩუტყვავილა ჰქონდა და სწორი მკურნალობის დანიშვნის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა მედიკოსები ვერ ხსნიან ამ ტიპის დაავადების ასეთ გართულებულ ფორმაში გადასვლის მიზეზს.

„ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთი საშინელი ჩუტყვავილას ფორმა ჯერ არასდროს უნახავთ. ცენტრალური საავადმყოფოდან ფოტოგრაფიც კი გამოგზავნეს, რათა გამონაყარისთვის ფოტოები გადაეღო და დეტალურად შეესწავლათ მისი უკიდურესობა“ - განაცხადა გოგონას დედამ.

ახლა ივი-ბეთი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გამონაყარმა მთელს ხეულზე შრამების სახით საშინელი კვალი დაუტოვა.

კომენტარი