სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტოკჰოლმის სინდრომი

სტოკჰოლმის სინდრომი წარმოადგენს სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალურ რეაქციას, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.

მოცემულმა მოვლენამ თავისი სახელწოდება, რეალურ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ, ბანკის შენობაში შეიჭრა, ოთხ მძევალთან ერთად. მომდევნო ექვსი დღის მანძილზე, მძევლები და კრიმინალები გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის ბრონირებულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოთხოვნებს აყენებდნენ. მალე, ნელ-ნელა გამტაცებლებს და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. გათავისუფლების შემდეგ, უკლებლივ ყველა მძევალი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას.

მოცემული მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. ანა ფროიდის აზრით, აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად, მოძალადე აღიქმება როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა.

უკანასკნელ ხანებში, ამ ფენომენის ცოდნა გამიზნულად იხმარება ტერორისტების მხრიდან მძევლების აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. ამის გამო, მძევლების გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია ფსიქოლოგთა ჩარევა, რომელთაც შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მათი მსხვერპლთა ქცევაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100