გადაშენებული, გიგანტური ფრინველი - მოა

მოას ლათინურად Dinornis maximus – ს უწოდებენ. ის დიდი ზომის (3,5 მ სიმაღლის) ამომწყდარი მორბენალი ფრინველია, მოასნაირთა რიგისა. ჰქონდა პატარა და ბრტყელი თავი, მოკლე ნისკარტი, გრძელი კისერი, მასიური ტანი, უტროპო მკერდის ძვალი, სამ ან ოთხთითიანი ღონიერი, მაღალი ფეხები და განუვითარებელი ფრთები.

მოას ნაშთები ცნობილია ადრეული პლიოცენური და პლეისტოცენური ნალექებიდან. გავრცელებული იყო ახალ ზელანდიის კუნძულებზე, სადაც შემორჩა XIX საუკუნის დასაწყისამდე.

მოასნაირები კი მოიცავდა 2 ოჯახის 20 სახეობას. მათი ნაშთები ცნობილია პლიოცენურ პერიოდში. ეს ფრინველები ბინადრობდნენ ტყეებში, იკვებებოდნენ მცენარეული საკვებით (თესლი, ფესვები). უკანასკნელი მოასნაირნი გაანადგურა ადამიანმა XVIII საუკუნის დასასრულს, ან XIX საუკუნის დასაწყისში. რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ხმები, რომ ახალ ზელანდიაში მოას კვალი იპოვეს, თუმცა მოგვიანებით ეს არ დადასტურდა.

კომენტარი