სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისტორიკოსების სამეცნიერო ექსპერიმეტი

ფრანგმა არქეოლოგებმა ბიზონის სხეული პირველყოფილი იარაღების გამოყენებით დაანაწევრეს. საამისოდ, მეცნიერებმა იმ ინსტრუმენტების ასლები დაამზადეს, რომელსაც ნეანდერტალელები 50 ათასი წლის იყენებდნენ.

საფრანგეთის არქეოლოგიური კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა, ასევე სამეცნიერო პროგრამის „კვალი და ადამიანების“ წევრებმა, ექსპერიმენტი საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩაატარეს. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც პირველყოფილი ადამიანების ისტორიას სწავლობენ.

ექსპერიმენტისათვის ბიზონის ძველი ჩონჩხი იქნა აღებული, რომელიც ამერიკულ ბიზონს წარმოადგენს და ევროპულისაგან გარკვეულწილად განსხვავდება. ევროპული ბიზონები უკვე დიდი ხანია გადაშენდნენ.

თუმცა, ნებისმიერი ჯიშის ბიზონზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეცნიერებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს, კაცობრიობის გარიჟრაჟის ისტორიის გარკვეული სურათის აღსადგენად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100