„ინდევორი“ ორბიტაზე გაემგზავრა

ამერიკული კოსმოსური ხომალდი „ინდევორი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა. ხომალდის გაშვებას „სიენენი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ხომალდის მისია 16 დღე გაგრძელდება.

მიმდინარე გაფრენა „ინდევორის“ კარიერაში რიგით 25–ეა. ხომალდი ფრენებს უკვე ცხრამეტი წელია ასრულებს. „ინდევორის“ შემდეგ ორბიტაზე 28 ივნისს ხომალდი „ატლანტისი“ გაემგზავრება, რომელიც დაწყებულ მისიას გააგრძელებს.

ამის შემდეგ სადგურზე რუსული ხომალდები გავლენ, შემდეგ კი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდები, რომლებსაც ორბიტაზე კონკრეტული ამოცანები აქვთ. გაფრენამდე „ნასას“ მიერ ვრცელდებოდა ხმები, რომ ხომალდ „ინდევორს“ გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, მისია წარმატებით განხორციელდა.

კომენტარი