კოსმოსური სასტუმრო – მითი თუ რეალობა?

მეცნიერი-ასტრონავტების ნაწილი ირწმუნება, რომ ახლო მომავალში, კოსმონავტ მოგზაურებს, კოსმოსურ სივრცეში, შესაძლოა, კომფორტული ცხოვრების საშუალება მიეცეთ. როგორც ირკვევა, ეს ამბიციური გეგმები კომპანია “Bigelow Aerospace” – ს აქვს, რომელიც ლას-ვეგასის მსხვილი სასტუმროების ქსელის მეპატრონის, რობერტ ბიგელოისგან მოდის.

მილიონერმა თავისი იდეა კოსმოტურიზმის შესახებ რეალობაში დანერგა და კოსმოსურ ორბიტაზე საცხოვრებელი სასტუმროების ორი პროტოტიპი გაუშვა. 2012 წლისათვის, კომპანია მართვად ობიექტს გაააგზავნის, რომელიც ანალოგიური კოსმოსური მინი სასტუმროს მაგალითი გახდება.

“Bigelow Aerospace” – ს უკვე კონკურენტებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანია “Space Islands”, რომელიც სასტუმროების ცნობილ საერთაშორისო ქსელს, “ჰილტონს” წარმოადგენს. კომპანია წინადადებას აყენებს ორბიტალური სასტუმროების შექმნის შესახებ, რომელთა კორპუსის ზომა დაახლოებით ბოინგ 7 47-ის ზომის იქნება.პროექტის განხორვიელების სავარაუდო ვადა უცნობია, თუმცა მას მხარს უკვე “ნასა” უჭერს.

თუ ეს თამამი იდეა განხორციელდა, მაშინ რეალობაში აღსრულდება ბრიტანელი ფანტასტი მწერლის, არტურ კლარკის იდეები, რომელიც მცირე ხნის წინ ყველას მიუღწეველი და წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.

კომენტარი