სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ფოტოები “უცნაური” გალაქტიკიდან

ასტრონომებმა გალაქტიკა NGC 2442 – ის მსხვილი პლანით გადაღებული ფოტოსურათების მოპოვება შეძლეს. ფოტოები და მათი აღწერილობა ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის საიტზეა განთავსებული.

უცნაური ფორმის გალაქტიკის სურათების გადაღება ჩილეში მდებარე ობსერვატორიის 2,2 მეტრის ტელესკოპის საშუალებით გახდა შესაძლებელი, ასევე ორბიტული ტელესკოპის “ჰაბლის” მეშვეობით. ტელესკოპმა მეცნიერებს საშუალება მისცა გალაქტიკის და მისი კოსმოსური გარემოცვის “პანორამული” სურათები მოეპოვებინათ.

“ჰაბლის” ოპტიკის წყალობით, მკვლევარებმა უამრავი დეტალის გარკვევა და ნახვა შეძლეს. მეცნიერ-ასტონომებს იმ გალაქტიკის რეგიონის შესასწავლად გამოუჩნდათ რეალური შესაძლებლობა, სადაც უახლოეს წარსულში აფეთქება მოხდა. ფოტოსურათები სხვადასხვა წლებისაა და ამის მეოხებით, მკვლევარებმა ამ კონკრეტული პროცესის და შემდეგ განვითარებული მოვლენების სხვადასხვა ასპექტებზე დაკვირვება შეძლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100