სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

როგორც "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ბალავაძე აცხადებს, მათთვის ცნობილია, რომ ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებული იყო.

"რაც მთავარია, დაზარალებული არავინ არის. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, დგინდება", - აღნიშნა ბალავაძემ. მისივე თქმით, დეტალები დღეს გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100