სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობის მცდელობა თელავში

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. მან თელავში, "ზუზუმბოს" ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მეოთხე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100