სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამნისტირებულმა ქალმა ვაზისუბანში ბინა დააყაჩაღა

თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ მიკრორაიონში ყაჩაღობა მოხდა. როგორც დაზარალებულის მეზობლები იხსენებენ, ახალგაზრდა ქალს ბინის კარი მოტყუებით ქალმა გააღებინა, რომელმაც უთხრა, რომ ახალი მეზობელი იყო და მრიცხველთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

კარის გაღების შემდეგ ბინაში, ქალთან ერთად, ორი მამაკაცი შევიდა, სახლში მყოფი პირი "სკოჩით" გაკოჭეს და ბინა გაქურდეს.

მეზობლების განცხადებით, დაზარალებულმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა და ქურდი ქალბატონიც ამოიცნო. არსებული ინფორმაციით, იგი ციხიდან რამდენიმე ხნის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100