სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წითელი ლობიოს გუფთა

წითელი ლობიო - 1 კილოგრამი

ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა

ნიორი - 2 კბილი

ქინძი - 4-5 ძირი

ხახვი - 2-3 თავი

ყვითელი ყვავილი - 2 ჩაის კოვზი

ოხრახუში - 3 ძირი

პილპილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი - გემოვნებით

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით; წვენი გადავწუროთ, დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, მარილი, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში შევინახოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი პილპილი, ახალი ქინძი, წიწაკა, დარიჩინი, მიხაკი, ყვითელი ყვავილი, ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ ლობიოში, გავაკეთოთ პატარ-პატარა გუფთები, დავაწყოთ თეფშზე, თითოეული გუფთა ოდნავ ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ შიგ გამოსდილი ზეთი და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100