ვარია მეგრულად

შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წითელი წიწაკა, ავურიოთ და მოვათავსოთ ფართო, დაბალ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დავახუროთ თავსახური და მოვშუშოთ, სანამ არ შეწითლდება. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კარგად მოვურიოთ, დავახუროთ სახურავი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი კარგად დარბილდება, ჩავამატოთ მოხარშული და საცერზე გატარებული ახალი ტყემალი. შევაზავოთ სხვადასხვა მწვანილებით (ქინძი, კამა, ოხრახუში, ხმელი სუნელი), მარილით. ბოლოს მდუღარეში ჩავამატოთ წმინდად დანაყილი, წყალში გახსნილი ნიგოზი. ერთხელ, წამოდუღების შემდეგ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ კვერცხის გული, კარგად ავურიოთ, რომ არ აიჭრას.

სუფრაზე მივიტანოთ ლანგრით, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.

კომენტარი