როგორ გავუმკლავდეთ ცელულიტს?

ცელულიტის საწინააღმდეგო პროცედურები


ჯერ კიდევ 70–იან წლებში მასზე მხოლოდ კინოვარსკვლავები თუ ზრუნავდნენ და დემონსტრირებას უკეთებენ, ახლა კი მის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე ღიადაა გამოცხადებული და მას ყველა ებრძვის.


5 პროცედურა ცელულიტის ანუ „ფორთოხლისებური კანის“ წინააღმდეგ:
ცელულიტი – ერთ–ერთი ყველაზე ამოუცნობი ფიზიოლოგიური ფენომენია, შესაბამისად, მის გარშემო ხმაური მუდამ არსებობს – სილამაზის ინდუსტრიაში არსებული ყველა საწარმო მიმართულია ამ პრობლემის მოგვარებისკენ, შესაბამისად, არ აყოვნებენ და უშვებენ სხვადასხვა ტიპის კრემებს, ასაქერცლ საშუალებებს (სკრაბი) თუ ნელსაცხებლებს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ვერ უმკლავდებიან. არიან ისეთებიც რომლებმაც ამ „ფორთოხლისებურ კანს“ თავი დააღწიეს სახლის პირობებში დამზადებული სკრაბებით, ზოგიც თავს არ ზოგავს ფინანსურადაც კი ყიდულობს ათასნაირ საშლებებს, თუმცა ამაოდ, რატომ?


ცელულიტი აქვს ყველას


„თეძოს ადგილზე დააჭირეთ თითები, თუ მათ შორის ხედავთ არათანაბარ ანუ ფორთოხლისებულ კანს, თქვენ ცელულიტის საწყისი სტადია გაქვთ“ - ეს პროცედურა ყველას გავლილი აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.
ცელულიტი - ერთგვარი ცხიმოვანი უჯრედებია, რომელიც დაგროვდა და ვერაფრით ვშველით. მასზე საკმაოდ დადებითად მოქმედებს მდედრობითი ჰორმონი – ესტროგენობი და ხელს უწყობს მის განვითარებას. ძალიან რთულია როდესაც ის თვალით შესამჩნევი ხდება თითის დაჭერის გარეშეც, ანუ როცა კანი უკვე ნაკლებად ელასტიურია. შესაბამისად, იზრდება ცხიმის უჯრედების მოცულობაც, იცვლება კანისსა და მისი ქსოვილების სტრუქტურაც. ეს უკვე შესამჩნევად არამხოლოდ არაესთეტიკურია, არამედ სამედიცინო პრობლემაც.
ბოლო ანუ მეოთხე სტადია საბედნიეროდ ძალიან იშვიათია. კანი თითქმის მთლიანად კარგავს თავის ფუნქციას ის ხდება ცივი, უხეში, ელასტიურობა ნულის ტოლია. მას „კანის სკლეროზსაც“ უწოდებენ. ამ დროს ორგანიზმში სერიოზული დარღვევებია. მთლიანად განადგურებული ენდოკრინული სისტემა.


ცელულიტი ნერვებისგან და მოწევისგან გვიჩნდება?



რა იწვევს პირველ ეტაპზე მის განვითარებას? ეს თავდაპირველად არის მემკვიდრეობითი. ეს არის ცხიმის უჯრედები, მისი ზომა, როგორც თვალის ფერი, ცხვირის ფორმა გვერგება გენეტიკურად ასევე ცხიმის უჯრედების ზომა, მოცულობა, ფორმა. მაგრამ ასაკთან ერთად როდესაც კანი კარგავს ნელ–ნელა თავის ფორმას, ეს უფრო შესამჩნევი ხდება.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი – მოწევა. მეცნიერულად ეს დამტკიცებულია. მწველეთა უმრავლესობაში ცელულიტი ადრე თუ გვაინ აუცილებლად გამოვლინდება. ნიკოტინი ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, გავლენას ახდენს ორგანიზმში ნივთიერებათ ცვლაზე, ეს კი იწვევს „ფორთოხლისებურ კანს“.
ბევრი ნეიროფიზიოლგები მიიჩნევენს რომ ცელულიტი ეს ფსიქიური დაავადებაა. მას იწვევს ბევრი უარყოფითი ემოცია და სტრესი. რაც უფრო ვართ გაღიზიანებული, გაბრაზებული აღშფოტებული და სტრესულ მდგომარეობაში, მით უფრო დიდი რისკია დაგვემუქროს ცელულიტი.


ეს არც თუ ისეთი არადამაჯერებელი განცხადებაა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ტვინი არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას და პასუხიმგებელია ჩვენს ემოციურ სფეროზე, სრულიად მოსალოდნელია. მაღალი სტრესის პირობებში, იზრდება სისხლში ჰორმონის დონე, შესაბამისად ცხიმი ინახება და გარდაიქმნება.
სამწუხაროა თუ ეს პროცესი დაიწყო გაგრძელდება მანამ ვიდრე არ ვიზრუნებთ მის დაბალანსირებაზე. ექსპერტები გვთავაზობენ საუკეთესო ანტიცელულიტის დიეტებს, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ეს „დიეტა კარგი ამბავია“.


მეზოთერაპია


მეთოდის არსი – კანის ქვეშ შედის სამკურნალო პრეპარატები, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. ამის გარდა გამოიყენბა კანის უჯრედების აღმდგენი საშუალებებიც, მათ შორის ვიტამინები, მინერალები, კანის მასტიმულირებელი საშუალებები. მეზოთერაპირის კოქტეილის შერჩევა ინდივიდუალურია.
ეფექტი უახლოვდება ეგრეთ წოდებულ მცირე ლიპოსაქციას. თუ რა თქმა უნდა ჩვენ გავაერთაინებთ რამდენიმე ტექნიკას: მასაჟი, თალასოთერაპია, მეზოთრაპია და სხვა.
უკუჩვენება: ვენების ვარიკოზული და კანის დაავადებები, ლაქტაციის და ორსულობის პერიოდი.


თალასოთერაპია


ზღვის წყალი არეგულირებას და სტიმულს აძლევს სისხლის მიმოქცევას. აუმჯობესებს ჯანგბადის მიწოდებას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ის აჩქარებს აღმოფხვრას ტოქსინები, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუქნციებს, რაც თავის თავად დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. კალიუმის შემცველობის წყალობით წყლის მცენარეები სხეულს ამარაგებენ ჭარბი სითხით. ასეთ დროს პროცედურები უნდა იყოს განსხვავებული: ცივი–ცხელი. ჰიდროთერაპია, კინეზიოთერაპია (წყალმცენარებზე დამზადებული კრემის მასაჟი) და სხვა.



ოზონოთერაპია
ოზონი სისხლში შედის ინექციის დახმარებით ან „ჟანგბადის ვანებით“. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასევე აუმჯობესებს ცხიმის მოცულობის ნორმალიზაციას, ცხიმი ვარდება ორგანიზმიდან ლიმფური ნაკადის გაზრდის ხარჯზე. სეანსი გრძელდება 10–30 წუთის განმავლობაში. პროცესს შესაძლოა ოდნავ წვა მოყვეს, თუმცა შედეგი რეალურია, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

კომენტარი