2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგად გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები, გამოცდილებასა და ლოგიკაზე დაყრდნობით გააკეთეთ დასკვნები და იმოქმედეთ გარემოების შესაბამისად. ნურავის გააკრიტიკებთ, იყავით თავდაჭერილი.

კურო

დღე შესაძლოა დახუნძლული იყოს შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით. თქვენს წინ შესაძლოა ახალი მაცდუნებელი პერსპექტივები გადაიშალოს. ნუ იჩქარებთ, მიადევნეთ თვალი გარემოებებს და მოგვიანებით მიიღეთ გადაწყვეტილება.

ტყუპები

ენდეთ ინტუიციას, იმოქმედეთ თამამად და მეტად იაქტიურეთ. თუ ხართ პროგრესული და ზრუნავთ საქმიანობაში სიახლეების შეტანაზე, შესაძლოა სასიკეთო ცვლილებები მოიტანოს ამ დღემ.

კირჩხიბი

დაკავდით მნიშნელოვანი საქმეების მოგარებით და ნუ დახარჯავთ წვრილმანებზე დროს და ძალებს. სასურველია გააფართოვოთ სამეგობრო წრე, გაანებივრეთ ახლობლები საჩუქრებითა და ყურადღებით.

ლომი

რაც არ უნდა კონფლიქტური სიტუაციები და ბობოქარი მოვლენები ტრიალებდეს გარშემო, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონიერება. სასურველია ამ პერიოდში ატაროთ ფირუზი ქვა, ის დაგეხმარებათ ჰარმონიის, წარმატების მოზიდვაში და სასიკეთო განწყობას შეგიქმნით.

ქალწული

შესაძლოა იპოვნოთ ახალი დამატებითი შემოსავლების წყარო, ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხა აოჯახური თუ სამსახურეობრივი პროლემების მოგვარებით, ან ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი მეგობრების შერიგება-მორიგება ითავოთ.

სასწორი

საკმაოდ რთული და დამღლელი დღეა, თქვენ არა მხოლოდ საკუთარი, სხვების პრობლემების მოგვარებითაც იქნებით დაკავებული. თუმცა შრომა გულუხვად დაგიფასდებათ.

მორიელი

აკეთეთ მხოლოდ თქვენთვის საინტერესო საქმე და ერიდეთ ძალდატანებით რაიმეს კეთებას. არის ალბათობა დადოთ სასიკეთო ხელშეკრულება, რომელიც მალე მოგიტანთ სარგებელს.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და იზრუნეთ ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დაბალანსებაზე. არის ალბათობა დაგიბრუნონ ვალი, რომელსაც აღარც კი ელოდით ან მიიღოთ ადრინდელი შრომის საზღაური.

თხის რქა

უარს ნუ იტყვით სხვათა დახმარებაზე და ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს. მათ მზრუნველობა სჭირდებათ და არა თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება, რჩევები თუ მოსაზრებების მოსმენაც.

მერწყული

გადადეთ ის საქმეები, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალური და სასწრაფო არაა. სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და ახლობელ ადამიანებს, იყავით გულახდილი და ნუ ეცდებით მათ იგნორირებას.

თევზები

არავითარი ცვლილებები, არავითარი ექსპერიმენტები, ახლა ყველაფერს სჯობს კონსერვატიულად მიუდგეთ. დღეს შესაძლოა გათავისუფლდეთ ფინანსური პრობლემებისგან და წარსულში დატოვოთ ეჭვი თუ უიმედობა.

კომენტარი