12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გახსოვდეთ რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. იყავით მშვიდად, სირთულეები მალე დალაგდება. სამსახურში აქტიური პოზიციისა და ინიციატივის გამოჩენას დღეს არ გირჩევთ.

კურო

თქვენი შესაშური დიპლომატია და მოთმინების უნარი დღეს ძალიან გამოგადგებათ და საქმიანობაში წარმატებასაც მოგიტანთ. გადაანაწილეთ დღე მნიშვნელოვან საქმეებზე.

ტყუპები

ქაოტური დღეა, შესაძლოა შფოთმა შეგიპყროთ, მიიღეთ დამამშვიდებელი ჩაი, გამოიყენეთ არომათერაპია, დატკბით ახლობელი ადამიანების გარემოცვით.

კირჩხიბი

დაიწყეთ დღე პოზიტიური აფირმაციებით, მხიარული ამბების გაზიარებით, ამგვარად საკუთარ განწყობასაც გაიუმჯობესებთ და დღეც უფრო ნაყოფიერად ჩაივლის.

ლომი

ფერადი და მოვლენებით დახუნძული დღეა, ამაღლებული განწყობა და იუმორი ნებისმიერ საკითხში დაალაგებს ყველაზე რთულ სიტუაციებსაც კი. მთავარია ზღვარს არ გადახვიდეთ, დაიცავით ზომიერება.

ქალწული

დღეს მიიღებთ შედეგებს იმ გაჭიანურებული საქმეებიდან, რომელიც აღარც გახსოვდათ. ნაყოფიერი დღეა. იყავით დაკვირვებული და დააფასეთ საკუთარი თავი. ნუ ჩაერთვებით გარჩევებსა და დისკუსიებში.

სასწორი

მეტად დაისვენეთ, ნუ გადაიღლებით, სამსახურში შემოიფარგლეთ წვრილმანი საქმეებით. ახლა ენერგიის აღდგენა და მოშვება უფრო გჭირდებათ.

მორიელი

გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის შეგრძნებები, ის თუ რა გახარებდათ, რა გსიამოვნებდათ, მხოლოდ ვალდებულებების შესრულებაზე და სხვების სიამოვნებაზე ნუ იქნებით ორიენტირებული, ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ყველაფრის გასაანალიზებლად და თვითჩაღრმავებისთვის. შეძლებთ სწორი დასკვნები გამოიტანოთ არსებული სიტუაციებიდან და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

თხის რქა

ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, განსაკუთრებით სარგებლიანია ბავშვებთან კომუნიკაცია, ისინი თქვენს ცხოვებაში ახალ მუხტსა და სინათლეს შემოიტანენ.

მერწყული

მიეცით გარშემომყოფებს საშუალება იზრუნონ თქვენზე, იმაზე, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მოდუნდით, მიენდეთ სამყაროს, მიჰყევით დროის დინებას.

თევზები

სამსახურში გამოიჩინეთ მეტი კეთილგონიერება, ნუ ჩაერევით კოლეგების დაპირისპირებასა და კამათში. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.

კომენტარი