სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი გეგმების რეალიზებისთვის საჭიროა იყოთ თავდაჯერებული და დეტალურად ჩაუღრმავდეთ ყველა წვრილმანს. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და წინასწარ გაწერეთ სტრატეგიული გეგმები.

კურო

დღეს საოჯახო პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული, შეეცადეთ იმოქმედოთ ერთობლივი ძალებით და თავი აარიდოთ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებასა და კონფლიქტებს.

ტყუპები

დატვირთული და საინტერესო დღეა. მზად ხართ გაბედულად იმოქმედოთ და ბოლო მოუღოთ საეჭვო შემოტევებს ახლობელი ადამიანების მხრიდან. ნურავის მისცემთ თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას.

კირჩხიბი

მოულოდნელობებისა და ცვლილებების დროა. შესაძლოა სწორედ ახლა ჩაიგდოთ ხელთ სიტუაციის მართვის სადავეები და იპოვნოთ გონივრული გამოსავალი არსებული გაჭანურებული, რთული სიტუაციიდან.

ლომი

იმოქმედეთ გულის კარნახით და გააფართოვეთ სამოქმედო არეალი . სასიყვარულო საკითხებში წარმატებამ შესაძლოა თავგზა აგირიოთ, ნუ იჩქარებთ გადაწვეტილებების მიღებას.

ქალწული

მოიძიეთ ადამიანები, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. ნუ შეზღუდავთ თქვენს შესაძლებლობებს. თქვენმა გეგმებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი სარგებელი მოგიტანოთ თქვენც და თქვენს თანამოაზრეებსაც.

სასწორი

მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ იმ საკითხებს, რომელზეც თქვენი მატერიალური მდგომარეობაა დამოკიდებული, ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით. თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად მეტი ძალისხმევაა საჭირო.

მორიელი

კარგად აწონ-დაწონეთ შემოთავაზებული წინადადებები, გააანალიზეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. დასვით წერტილი დრომოჭმულ საკითხებში. პირადი ცხოვრების კუთხით მნიშვნელოვანი პერიოდი დგება თქვეს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი

შეეცადეთ ყოველგვარ მოულოდნლეობებს მშვიდად შეხვდეთ და მიჰყევით თქვენს გზას. მოაწესრიგეთ და სისტემაში მოიყვანეთ საქმეები, შესაძლებელია ახალი იდეებითა და ახალი გზებით შეძლოთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება.

თხის რქა

დღეს თქვენი საქმიანობა და პროექტები მეტ ინტერესს გამოიწვევს. მეტი მონდომებით მოეკიდეთ თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოზიდვას. გააფართოვეთ სამომავლო პერსპექტივების სივრცე.

მერწყული

შესაძლოა თქვენი მიზნები და ინტერესები უფრო პრაგმატული გახდეს და წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს. მეტი ენთუზიაზმით მოიძიეთ სასარგებლო კავშირები და გავლენიანი ადამიანები.

თევზები

დღეს პროფესიული შესაძლებლობების კარგად წარმოჩენას შეძლებთ. სარგებლიანი იქნება საქმეში ფულის დაბანდება. მატერიალური საკითხებისთვის წარმატებული დღეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100