7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შემოთავაზებული წინადადებები დიდი ალბათობით არაფრის მომტანი იქნება, ნურც დაპირებებს ენდობით. ჩვეულ რიტმში გააგრძელეთ საქმიანობა და პირად გარჩევებსაც გვერდი აუარეთ.

კურო

ელოდეთ კარგ ინფორმაციას, თქვენი ძირითადი საკითხების ირგვლივ იქნება ეს სამსახურებრივი თუ საყოფაცხოვრებო. თუ ხელმძღვანელობასთან რაიმე შეხვედრას გეგმავთ კარიერულ ან პროფესიულ თემებზე, აუცილებლად გამოიყენეთ ეს პერიოდი.

ტყუპები

მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ნახტომი თქვენს საქმიანობაში, სამყარო შანსს გაძლევთ გახვიდეთ ახალ დონეზე და დაიწყოთ სრულიად სუფთა ფურცლიდან ყოველივე, სხვა ხედვით და სხვა გააზრებით.

კირჩხიბი

მრავალფეროვანი მოვლენებით დახუნძლული დღეა. მთავარია თქვენი მოხერხებულობა, რათა სწრაფად დაამყაროთ წესრიგი საქმეებში და მოახდინოთ ახალი ინფორმაციების სისტემატიზაცია.

ლომი

დიდია ალბათობა სამსახურეობრივმა ცვლილებებმა სრულიად შეცვალოს თქვენი არჩეული გეზი ან შესაძლოა დაგჭირდეთ რაიმე შეცდომის გამოსწორება, რაც არ თუ ძალიან გესიამოვნებათ.

ქალწული

ნუ გადადგავთ გაუთვლელ ნაბიჯებს, ახლა მეტად მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად გონივრულად და სწორად იმოქმედებთ, ყველაფერი თქვენს ხელთაა .

სასწორი

შესაძლოა დღეს თქვენი სურვილი ასრულდეს, დაიწყოთ სწავლის ახალი ციკლი ან სამოგზაუროდ წახვიდეთ, მოემზადეთ ახალი, საინტერესო, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღება -ათვისებისათვის.

მორიელი

რომანტიული გატაცება მრავალ საინტერესო სიურპრიზს გპირდებათ, საქმიანი საკითხები თქვენდა გასაოცრად მეტად სასიკეთოდ და მოულოდნელი გზით გადაწყდება.

მშვილდოსანი

შესაძლოა დააგდოთ აქტიურობის ტემპი და ჩაუღრმავდეთ ახალ გამოწვევებს. შეეცადეთ დააჩქაროთ საქმიანი ქაღალდების წესრიგში მოყვანა.

თხის რქა

დღეს დიდი ენერგია და ძალისხმევა დაგჭირდებათ გაუთვალისწინებელი საქმის ან შემთხვევის გამო. შეუპოვრობითა და სწრაფი რეაგირებით პრობლემებს თავს გაართმევთ და სიტუაციას ჩვეულ რიტმში მოაქცევთ.

მერწყული

გადახედეთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა საკითხებს და შეიტანეთ ცვლილებები გეგმებში, გაბედულად განაცხადეთ თქვენი ინტერესების შესახებ და იბრძოლეთ თქვენი კეთილდღეობისთვის.

თევზები

შესაძლოა გამჟღავნდეს რაღაც საიდუმლო ურთიერთობა ან რაიმე დაფარულმა ფაქტორება იჩინოს თავი და შფოთმა, მღელვარე ემოციებმა მოიცვას თქვენი გონება.

კომენტარი