30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოსავლის აღების დრო დადგა. არის ალბათობა მიიღოთ ფულადი საჩუქარი, ადრე შესრულებული საქმისთვის.

კურო

დაგეგმეთ და გაწერეთ ახალი თვის საქმეები. იკონტაქტეთ ახლობლებთან, შესაძლოა ისეთ ინფორმაციას გადააწყდეთ, რომელიც თქვენი ინტერესებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

ტყუპები

შესაძლოა თქვენს მიერ არჩეული საქმე არც ისე სახარბიელოდ წარიმართოს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, ასევე რეორგანიზაციებისა და ფულის დაბანდებებისგან.

კირჩხიბი

დაეხმარეთ სხვებს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს, ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა წყვდიადში ნათელი მზის სხივი და უკანასკნელი იმედი იყოთ. ფინანსებს რაც შეეხება დამშვიდდით, მალე ყველაფერი დალაგდება.

ლომი

გააფართოვეთ ბიზნესი, იზრუნეთ შემოსავლების ზრდაზე, პარტნიორებთან ერთად მოიფიქრეთ ახალი სამოქმედო სტრატეგიები, სწრაფად დაიწყეთ ახალი საქმე, მაგრამ მის სრულყოფაზე ზრუნვაც არ დაგავიწყდეთ.

ქალწული

დღეს შესაძლოა ძველი გამოუვალი სიტუაციიდან იპოვოთ ხსნა, ან თქვენი უანგაროდ გაღებული სიკეთე, რომელიც აღარც კი გახსოვდათ, ახლა დაგიფასდეთ. პოზიტიური სიურპრიზი ძალიან გაგახარებთ.

სასწორი

საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრებისა და ნათესავების დახმარების იმედი იქონიეთ, აქცენტი გააკეთეთ კოლექტიურ საქმიანობაზე და იყავით მოტივირებული, საერთო ძალებით გაცილებით მეტს მიაღწევთ.

მორიელი

გათავისუფლდით ძველი ვალდებულებებისგან და დაგეგმეთ ახლო მომავლის სამოქმედო გეგმა ყველა დეტალის გათვალისწინებით. შესაძლოა მოგიწიოთ მოგზაურობა.

მშვილდოსანი

ახლა ურთიერთობების გარკვევისთვის შესაფერისი დრო არ არის, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვასა და დასვენებას.

თხის რქა

შეეცადეთ გაარკვიოთ ირგვლივ რა რისი მიზეზით ხდება, რა გიშლით ხელს იყოთ თავისუფალი და ლაღი, რა მიზეზით ბრკოლდება თქვენი წინსვლა, რატომ ვერ იპოვნეთ ცხოვრებაში სიმშვიდე და სხვა.

მერწყული

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუნდაც პროფილაქტიკური პროცედურები, ორგანიზმის წმენდა, სამედიცინო პრეპარატების ყიდვა. ყურადღება მიაქციეთ ასაკოვან ოჯახის წევრებს.

თევზები

შესაძლოა საერთო საქმიანობაში დროებით განზე გადგომა მოგიწიოთ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდეთ. მიჰყევით სიახლეებს და სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები.

კომენტარი