სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მნიშვნელოვანი სექსუალური რჩევები სხვადასხვა ზოდიაქოს წარმომადგენლებს

ვერძი

კვირა არც თუ ისე ვნებიანად დაიწყება. ვარასკვლავები გირჩევენ სექსში რაიმე სიახლე შეიტანოთ - პოზა, ტექნიკა, თამაში, ალერსი, ნებისმიერი რამ, რაც წაგახალისებთ. თუმცა, არჩევანის გაკეთებისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ მეორე ნახევრის აზრიც. კვირის შუა ნაწილში სავსე მთვარე მორიელის ნიშანშია და აუცილებლად გაგიფუჭებთ განწყობას. ამ დღეს, შეეცადეთ პარნიტორთან ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ, რათა არ დაანგრიოთ თითქმის ჰარმონიულამდე მიყვანილი კავშირი. თავი შეიკავეთ კვირის ბოლომდე, შემდეგ კი შეგიძლიათ ისევ გააოცოთ საყვარელი ადამიანი საკუთარი სექსუალური შესაძლებლობებით.


კურო

ამ კვირაში, ვარსკვლავები მწვანე შუქს აანთებენ თქვენს საძინებელში. სცადეთ რაიმე ახალი, არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს და გაიფართოვეთ სიამოვნების არეალი, თუმცა, ფრთხილად იყავით - ტრავმის მიღება ახლა ნამდვილად არ გაწყობთ. კვირის შუა ნაწილში სავსე მთვარე მორიელის ნიშანში იქნება და გავლენას მოახდენს თქვენს პარტნიორზე, რომლის მხრიდან წამოვა ახალი სექს-მოთხოვნები. თუ ამისთვის მზად არ ხართ, შეეცადეთ რბილად უპასუხოთ და არ გააჩაღოთ კამათი ან სკანდალი. კვირის ბოლოც დაძაბული გექნებათ - თავი აარიდეთ ჩხუბს, მაშინაც კი, თუ ამის საბაბი გამოჩნდება. მოგვიანებით მიხვდებით, რომ წამოჭრილი პრობლემები არც თუ ისე სერიოზულია.


ტყუპები

კვირა დაიწყება სექს-იდეით. თქვენი თავი ისეთი რაოდენობით აგენერირებს მსგავს იდეებს, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. დაელაპარაკეთ პარტნიორს, შესაძლოა ის რომელიმე მათგანის წინააღმდეგი იყოს, ან რაიმე ცვლილების შეტანა სურდეს. კვირის შუა ნაწილში, ის ტყუპები, რომელთა ურთიერთობაც ღრმა კრიზისშია, შეძლებენ საბოლოოდ დაუსვან წერტილი მას და კარი გაიხურონ ახალი ცხოვრების დასაწყებად. ყველა დანარჩენს, მორიელის ნიშანში მყოფი სავსე მთვარე დაეხმარებათ გარკვეული პრობლემების მოგვარებაში როგორც საძინებელში, ისე მის გარეთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს! კვირის ბოლოს ვარსკვლავები გირჩევენ დაელაპარაკოთ მეორე ნახევარს სამომავლო გეგმებზე, შესაძლოა რომელიმე საკითხში უთანხმოება იყოს და დაგჭირდეთ მათი გარკვევა.


კირჩხიბი

კვირა საწოლში გართულებებით დაიწყება. ვარკვლავები გირჩევენ აქტიური პოზიცია დაიკავოთ მათ გადაჭრაში - პრობლემები მალე დასრულდება თუ პროცესს თქვენ უხელმძღვანელებთ. კვირის შუა ნაწილში, მორიელის ნიშანში მყოფი სავსე მთვარე გირჩევთ, რომ ვნების გაღვივების ინიციატორი გახდეთ და „ზემოდან“ დახმარების მოლოდინში დრო არ დაკარგოთ. სექს-შოპში ეროტიკული თეთრეულის შეკვეთა კარგი აზრია, გამოიყენეთ ეს შანსი და პარტნიორთან განმარტოვებისას ყოველთვის ჩაიცვით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მისი მხრიდან ყურადღებას ნამთვილად გამოიწვევთ. კვირის ბოლოს უმჯობესია მოდუნდეთ, დაისვენოთ, თუმცა ამას წიგნის კითხვით მოახერხებთ თუ ვნებიანი სექსით - დამოკიდებულია თქვენზე.


ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კვირის დასაწყისში, მეორე ნახევრისთვის რომანტიკული სადილი გამართოთ. შემდეგი დღიდან, შეგიძლიათ სცადოთ საუბრის წამოწყება საკუთარ სექსუალურ გემოვნებაზე, სურვილებსა და ფანტაზიებზე. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისათვის, რომ ცუდი სექსი გქონდეთ, პარტნიორი კი სიხარულით შეისწავლის იმას, რაც ასე ძალიან მოგწონთ. კვირის შუა ნაწილში, სავსე მთვარე მორიელის ნიშანში იქნება და დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან ერთად სწორად შეარჩიოთ სექს-სათამაშოები. კვირის ბოლოს თქვენი მეორე ნახევარი მოინდომებს გაგიზიაროთ თავისი ეროტიკული საიდუმლო, შიში და ფანტაზია. მოუსმინეთ მას, მაშინაც კი, თუ ამის დრო ან სურვილი არ გექნებათ.


ქალწული

კვირა დაიწყება შოკისმომგვრელი აზრით - ბოლოს და ბოლოს გაიგებთ, რომ თქვენი რომანი ერთღიანი ან ერთთვიანი კი არა, მგონი სწორედ ის, ერთადერთი და სამუდამო სიყვარულია. ამიტომ, მოდუნდით და ისიამოვნეთ ურთიერთობებით. უკვე კვირის შუა ნაწილში, როცა სავსე მთვარე მორიელის ნიშანში იქნება, თქვენი პარტნიორი შემოგთავაზებთ ჩვეული სექს-სცენარის შეცვლას, ახალი პოზების ცდას, რომლებიც მანამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. მაგალითად „კუთხის“ პოზებს, „მაკრატელს“ ან რაიმეს ტანტრული სექსიდან. შეიძლება შესასრულებლად ცოტა რთული იყოს, მაგრამ პრაქტიკისთვის საკმაო დრო გაქვთ.


სასწორი

კვირის დასაწყისში მოგინდებათ მეტი მმართველობა აიღოთ, ვიდრე მორჩიელბაში იყოთ. მოირგეთ მბრძანებელის როლი საძინებეში, ისიამოვნეთ ისე, როგორც გსურთ, თუმცა, არ დაივიწყოთ მეორე ნახევარი, ამ ყველაფრით ისიც ნასიამოვნები უნდა დარჩეს. კვირის შუა ნაწილში, სექსუალური თავდაჯერებულობა შეგისუსტდებათ, ზედმეტად ბევრი პრობლემა იჩენს თავს, რაც დაადაბლებს თქვენი თვითშეფასების მაჩვენებელს. ამ პერიოდში, სავსე მთვარე იქნება მორიელის ნიშანში და შეგახსენებთ, რომ დროა პარტნიორისგან „ვალი“ მოითხოვოთ, რადგან დიდი ხანია, რაც მისი სიამოვნებისთვის ყველაფერს აკეთებთ საძინებელში, ახლა კი ჯერი მასზეა. კვირის ბოლოსთვის ვარსკვლავები გირჩევენ სიყვარულზე, გრძნობებსა და ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბროთ, თუკი ამის ორმხრივი მზაობა გექნებათ.


მორიელი

ხომ არ სცდიდით ვიდეო-კავშირის დროს სექსს კვირის დასაწყსიში? კარანტინმა დაგაშორათ საყვარელ ადამიანთან, მაგრამ პირადი ცხოვრება ამის გამო არ უნდა გაუარესდეს და მოსაწყენი არ უნდა იყოს. სიყვარულში გამოტყდომას ელოდეთ კვირის შუა ნაწილში, როცა თქვენი ნიშანი სავსე მთვარეში შევა. თუ თქვენც გიყვართ, ნუ დამალავთ ამას, თუ არადა უბრალოდ აკოცეთ პარტნიორს და აჩუქეთ ვნებიანი სასიყვარულო ღამე, რადგან სექსიც გრძნობებში გამოტყდომის ერთგვარი ფორმაა, ოღონდ ეს სხვა გრძნობებია. კვირის ბოლოს, ვარსკვლავების რჩევაა კარგად გააანალიზოთ თქვენი ურთიერთობების სიღრმე - შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ეს იმაზე მეტია, ვიდრე მორიგი რომანი და დადგა დრო, რომ საყვარელ ადამიანს მზრუნველობით და პატივისცემით მიუდგეთ.



მშვილდოსანი

კვირა დაიწყება სექსთან დაკავშირებული კამათით. თუ თქვენი აზრები არ ემთხვევა პარტნიორისას, ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა გადაარწმუნოთ. აღიარეთ და შეთანხმდით იმაზე, რომ პროცესისგან ორივე დიდ სიამოვნებას იღებთ. კვირის შუა ნაწილში, თქვენ სერიოზულად მოგიწევთ ინტიმურ ცხოვრებაზე დაფიქრება. გაიაზრეთ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - საკუთარი თავი თუ პარტნიორი და ნამდვილად გაწყობთ თუ არა არსებული ვითარება? ამ პერიოდში სავსე მთვარე იქნება მორიელის ნიშანში და თქვენთვის რეკომენდირებულია პარტნიორის გარეშე დასვენება და მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო საკთხების მოგვარება. კვირის ბოლოს უკვე შეძლებთ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას და ერთმანეთის ხელახლა გაოცებას როგორც საძინებელში, ისე მის გარეთ.


თხის რქა

კვირის დასაწყისში ძალიან მყარი პოზიციები გექნებათ ეროტიკული გარდაქმნის მოწყობის მხრივ. თუმცა, სანამ სექსუალური ურთიერთობების გადატვირთვას დაიწყებთ, უმჯობესია დაელაპარაკოთ პარტნიორს. შესაძლოა, თქვენი რომელიმე იდეა მისთვის მიუღებელი ან გაუგებარი იყოს. კვირის შუა ნაწილში, ვარსკვლავები გირჩევენ თავით გადაეშვათ სასიყვარულო მორევში და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. ამავე პერიოდში, სავსე მთვარე იქნება მორიელის ნიშანში და სამწუხაროდ, ცხოვრებისეული მოვლენები თქვენს ნებაზე ძლიერი აღმოჩნდება, შესაბამისად, დაგეგმილი საკითხების უმრავესობის გადადება მოგიწევთ. თუმცა, არ დაივიწყოთ მეგობრები, რომლებსაც ასეთ დროს შეუძლიათ არამარტო გაგამხნევონ, არამედ აგავსონ პოზიტიური ენერგიითაც. კვირის ბოლოს უსიამოვნო საუბარი გელით, რომლის მოთმენაც მოგიწევთ, რადგან ყოფილებზე შეკთხვის დასმის ავტორი თავად იქნებით.




მერწყული

კვირის დასაწყისი უცნაურად დაიწყება, რადგან მოულოდნელად ექსტრაორდინალური სექსუალური ექსპერიმენტის შემოთავაზებას მიიღებთ. თუ ამაზე გიფიქრიათ, ახლა სწორედ ის დროა, რომ დათანხმდეთ. კვირის შუა ნაწილში, სავსე მთვარე იქნება მორიელის ნიშანში და გირჩევთ თავი მოარიდოთ ყველას. მართალია კარანტინის პირობებში ეს ცოტა რთული იქნება, თუმცა ცალკე ოთახში ჩაკეტვას ნამდვილად შეძლებთ. დაისვენეთ და გადაიტვირთეთ ემოციურად - ეს ძალიან გჭირდებათ. კვირის ბოლოს უმჯობესია საყვარელ ადამიანთან ერთად საძინებელში ტანტრული პოზებით დაკავდეთ. შეისწავლეთ პარტნიორის სხეული, ისიამოვნეთ მისი შეხებით და გაიფართოვეთ სიამოვნების საზღვრები.



თევზები

კვირის დასაწყისში შეგიძლიათ პარტნიორს მიანიშნოთ იმ ფანტაზიებზე, სურვილებსა და პოზებზე, რომელთა ცდა დიდი ხანია გინდოდათ. სრულიად შესაძლებელია, რომ ის დაგთანხმდეთ. კვირის შუა ნაწილში, როცა სავსე მთვარე მორიელის ნიშანში იქნება, ვარსკვლავების რჩევაა დათანხმებამდე კარგად დაფიქრდეთ სექსუალურ შემოთავაზებებზე. თუ დარწმუნებული არ ხართ ექსპერიმენტის წარმატებაში ან მის საბოლოო შედეგში, უმჯობესია უარი თქვათ მასზე. კვირის ბოლოს, დიდია ჩხუბის ალბათობა, ამიტომ, აირჩიეთ ორალური ალერსის ფორმა და თქვენი ურთიერთობები მხოლოდ გამყარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100