5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. თქვენი ენერგიულობითა და შრომისმოყვარეობით ადამიანებს გააოცებთ. ეს დღე მოულოდნელობებით სავსეა. სიზმარი ოთხ დღეში აგიხდებათ.

კურო

სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. გამორიცხული არ არის, ფული დაკარგოთ. ეცადეთ, ხელსაყრელი გარიგება არ ჩაშალოთ. დაგროვილი საქმეების მოგვარებას ხვალისთვის ნუ გადადებთ. დღის მეორე ნახევარი სიყვარულის ნიშნით ჩაივლის. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა ხანგძლივ და მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ტყუპები

მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც დილიდან ხასიათს გაგიფუჭებთ. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში საქმიანი შეხვედრა არ დანიშნოთ. დაძაბული ემოციური ფონის გამო კოლეგებთან და პარტნიორებთან შეთანხმება გიჭირთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. სასურველია წყლის პირას სეირენობა ან წყლის პროცედურები. საკუთარ სტიქიასთან შეხებით უდიდეს შვებას იგრძნობთ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. მიირთვით მეტი ხილი და ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

ლომი

ეს დღე სულიერ განწმენდას, ლოცვას და მონანიებას განასახიერებს. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფთა მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი აგრესია თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა – განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გირჩევთ, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დანიშნოთ. დაძაბული ემოციური ფონის გამო კოლეგებთან და პარტნიორებთან შეთანხმება გიჭირთ. გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი ან დანაკარგი გელით.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერი აგრესიისგან თავი უნდა შეიკავოთ. ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, სახლში ავეჯის გადაადგილებას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას და სარისკო საქმეებში ჩართვას. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. გახსოვდეთ, ავადმყოფობა თავისთავად არ გაქრება. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ექიმს მიმართეთ. ხელსაყრელი დღეა ეკლესიაში წასვლისა და ლოცვისთვის.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა, ფინანსური ზარალი ან მუშაობაში შეცდომები გამოიწვიოს. დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ, რათა შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობა დაზარალდეს. ნუ ინერვიულებთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოწესრიგდება.

თხის რქა

ერიდეთ აქტიურ მოქმედებებს, გაუმართლებელ რისკს და ცდუნებებს. ხელსაყრელი დღეა საჩუქრების მიღებისა და გაცემისთვის, თხოვნის შესრულებისთვის. საღამო ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში გაატარეთ.

მერწყული

კარგი დღეა წარსულის გასააზრებლად. თქვენი მორალური სიმშვიდე ოჯახზეც დადებითად აისახება. ძლიერდება თქვენი აურა და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია განვითარების ახალი საფეხური, ახალი საქმეები და საინტერესო გეგმები. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საქმეში საკუთარი გამოცდილების იმედით დაიწყეთ და არა – ციური ძალების დახმარებს მოლოდინით.

თევზები

ხელსაყრელი დღეა განმარტოვებისა და განვლილი ცხოვრების ანალიზისთვის. ამ დღეს თქვენი მისია თანაგრძნობასა და მსახურებაში მდგომარეობს. ნურც კი გაიფიქრებთ საკუთარ სინდისთან გარეგებაზე წასვლას. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს.

კომენტარი