24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა ფინანსური და საოჯახო საკითხების მოაგვარებლად. ბოლომდე გაერკვიეთ იმ ინტრიგაში, რომელშიც გაგხვიეს. გააქტიურდება მიმოწერა - საქმიანიც და რომანტიკულიც. საღამოს მოიმატებს ემოციურობა. კურო ახალი საქმეების დაწყება დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. აპრილში დაბადებულებმა სწორი სიტყვები და ქმედება უნდა შეარჩიოთ. საღამოს საინტერესო მგზავრობა ან ნაცნობობა გელით. ტყუპი თუ წარსულში იმედგაცრუება იგრძენით, დღეს ახალი შანსი მოგეცემათ. დააწყვეთ გეგმა, დაისახეთ მომავალი. თქვენი სურვილები ასრულდება, მაგრამ ეცადეთ, არავისთან არაფერი გათქვათ. კირჩხიბი შთაბეჭდილებებისა და ახალი იდეების დღეა. გააგზავნეთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები, შეთავაზებები. ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ლომი კარგი ფსიქოლოგი უნდა გახდეთ და ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან უნდა მოიპოვოთ. იყავით მეტად პრაქტიკული და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მოსალოდნელია ზარი ბანკიდან, სადაზღვევო ინსპექციიდან. ქალწული გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. მარტოხელები შეიძლება საბედოსაც შეხვდნენ. მიმოწერა, კონსულტაცია და შეხვედრა მხოლოდ საიმედო ადამიანებთან გმართებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ ვიზიტი ნათესავებთან, მეგობრებთან. სასწორი ნუ შეასრულებთ თქვენთვის უინტერესო საქმეს, ნუ გაჩერდებით დისკომფორტულ გარემოში. მეტი დრო დაუთმეთ სწორ კვებას. არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა. მორიელი დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ. მოვლენები შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოსაუბრე გულახდილობის განწყობაზე დადგება. დღის მეორე ნახევარში განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მშვილდოსანი კარგი დღე ელით მუსიკის, ფსიქოლოგიის, კინოს სფეროში მომუშავე ნიშნებს. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. ზოგიერთს კომპიუტერული თამაში გაიტაცებს. კარგი დღეა კოლეგასთან, ოჯახის წევრთან გულახდილი საუბრისთვის. თხის რქა შეხვედრების, მიმოწერის (განსაკუთრებით საიდუმლოს) დღეა. მორიდებულმა ნიშნებმა მეტად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები. წერილობითი მიმოწერა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. მერწყული საქმეებს მარტივად მოაგვარეთ, სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი კულინარიისადმი. აკონტროლეთ რასაც ჭამთ და სვამთ. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ და მთელ ქვეყანას საჩუქრებით ნუ აავსებთ. თევზები მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი ლიტერატურისა და ფსიქოლოგიის დარგებში. კარგი დღეა შეხვედრებისა (ფარულისაც) და მგზავრობისთვის. გამართლდება თქვენი მოსაზრება. ზოგიერთს ნათესავთან გულახდილი საუბრი გელით.

კომენტარი