11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობისა და სწავლისთვის. დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოსალოდნელია კონფლიქტი ოჯახში, სამსახურში.
კურო
იყავით აქტიური. დღეს მოვლენები სწრაფად განვითარდება და თავადაც სწრაფად უნდა გაერკვეთ სიტუაციაში. ბიზნესმენი ნიშნები სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებენ უცხოელებთან.

ტყუპი
ნუ გარისკავთ და საკუთარ თავს საფრთხეს ნუ შეუქმნით. დაკვირვებით აარჩიეთ პარტნიორი. ახალ თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ იდეები, პროექტები.

კირჩხიბი
ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები, უფროსობა. შეიძლება არასტადარტული დავალების შესრულებამ მოგიწიოთ.

ლომი
სიურპრიზების, მოულოდნელი შეხვედრების დღეა. შეიძლება ახალმა საქმემ ან სიყვარულმა გაგიტაცოთ. კარგი დღეა საახალწლო საჩუქრების საყიდლად.

ქალწული
სითამამე და მიზანსწრაფულობა სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. მშვიდად დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს და შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ ერთმანეთი.

სასწორი
დღეს შეიძლება გარშემო მყოფებისგან აგრესია, გადამეტებული მოთხოვნა, შეწინააღმდეგება იგრძნოთ. მოიმატებს კონკურენცია ბიზნესში. ზოგიერთს დაპირისპირება და ურთიერთობის გაწყვეტა ელის.

მორიელი
კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, პარტნიორებთან.

მშვილდოსანი
კარგი დღე ელით ლიდერ, ხელმძღვანელ და ორატორ ნიშნებს. აგრეთვე, ჟურნალისტ, სარეკლამო და სასცენო ხელოვნების წარმომადგენლებს. საღამოს იდეალურად წარუძღვებით სუფრას.

თხის რქა
სიურპრიზებისთვის უნდა იყოთ მზად. ზოგი შეიძლება მთლად სასიამოვნო არ იყოს და ეცადეთ, მშვიდად გაანალიზოთ მომხდარი. დარტყმაზე, დარტყმით არ უპასუხოთ. მოერიდეთ ფსიქოლოგიურ დატვირთვას.

მერწყული
კარგი დღეა, საქმიანი და პირადი შეხვედრების ვირტუალური ურთიერთობისა და თამაშებისთვის. აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების ასათვისებლად.

თევზები
გადახედეთ ბიუჯეტს და თუ საშუალება გაქვთ, საკუთარი თავისთვისაც შეიძინეთ საჩუქარი. კარგი დღეა ბიზნესის გასავითარებლად, ბლოგის დასაწერად, ინტერნეტმაღაზიის "გასახსნელად".

კომენტარი