სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ჩახლართული და საეჭვო სიტუაციები საკუთარი ძალებით გაარკვიეთ. შეიძლება დაგეხმაროთ გავლენიანი ადამიანი ან ძლიერი ორგანიზაცია.
კურო
მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. შეიძლება მომსწრე გახდეთ პარტნიორის, ბავშვის, კოლეგის წარმატებისა და ამაში რაღაც დოზა თქვენც მიგიძღვით.

ტყუპი
კარიერა და შემოსავალი იქნება დღეს მნიშვნელოვანი თემა. გაიცანით და დაუმეგობრდით საჭირო ადამიანებს. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ფანტაზიორობას მოეშვით და ნუ მოერიდებით წვრილ-წვრილი საქმის შესრულებას.

კირჩხიბი
კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობის, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ავტორიტეტს აიმაღლებენ თეატრალი, პედაგოგი და ბიზნესმენი ნიშნები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება კლიენტებთან/პარტნიორებთან.

ლომი
წარმატება გელით მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან, საბანკო საქმეებთან დაკავშირებულ საქმეებში. ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი. რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. იმისათვის, რომ ლიდერად დარჩეთ, იურიდიული და მორალური მხარდაჭერა გესაჭიროებათ.

ქალწული
დღეს გაქვთ არჩევანი: ან გარშემო მყოფებს ეკამათოთ ყოველ წვრილმანზე, ან გაერთიანდეთ და ერთად იბრძოლოთ წარმატებისთვის. კარგი დღე ელით სპორტსმენ, ბიზნესისა და ტექნიკის სფეროში მომუშავეებს. ერთგული მხარდაჭერი გახდებით სასიყვარულო პარტნიორის, უფროსის.

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან. კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევისთვის. წარმატება გელით ანტიკვარიატის, სასტუმროს ბიზნესის, ვაჭრობისა და პოლიტიკს სფეროში მყოფ ნიშნებს.

მორიელი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. რეკლამა გაუკეთეთ საკუთარ შესაძლებლობებს, მიღწევებს. კარგი დღეა მასშტაბური წამოწყებებისთვის, ზოგიერთს მოგება, საჩუქარი ელის.

მშვილდოსანი
მსხვილი საყიდლების, საგადასახადო საკითხების მოგვარების დღეა. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, მონაწილეობა მიიღოთ მასშტაბურ აქციაში. იყავით დაკვირვებული და კეთილშობილი.

თხის რქა
საქმეები თქვენი ჩარევის გარეშეც კარგად მიმდინარეობს და შეიძლება უსაქმურობისგან ცოტა სიზარმაცეც შემოგეპაროთ. თუ გსურთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, აქტიურად ჩაერთეთ მოვლენებში. კარგი დღეა მიმოწერის, კონსულტაციებისა და სწავლისთვის.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალურ მდგომარეობა. ფული შეიძლება ჯილდოს, დახმარების ან პრემიის სახით მიიღოთ. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად. იმ საქმეების საკეთებლად, რაც მომავალში წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

თევზები
წარმატებული დღე გელით. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის, ინტრიგებისა და შურის ისინი ვერაფერს დაგაკლებთ. ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან. ყველაზე ერთგულსა და საქმის მცოდნეს შეგიძლიათ თანამშრომლობა შესთავაზოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100