სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. საინტერესო საუბრები და საინტერესო ადგილების მონახულება გელით.

კურო
ცნობისმოყვარეობამ შეიძლება შიშებიც დაგაძლევინოთ. ყურადღებით იყავით, რომ არავინ მოგატყუოთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
მეგობრული და ცნობისმოყვარე ხართ. დღეს რამდენიმე საქმე გექნებათ შესასრულებელი და ყველას მარტივად გაუმკლავდებით.

კირჩხიბი
ნუ ჩაიციკლებით უსიამოვნებებზე. შეასრულეთ წვრილ-წვრილი ვალდებულებები. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით.

ლომი
კომუნიკაციისა და სიახლეების სურვილი გაქვთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შვილებს კი მეგობრულად ესაუბრეთ.

ქალწული
დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. ნუ გასცემთ დაპირებებს. იყავით პოზიტიური.

სასწორი
შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. გაიუმჯობესთ პირადი ცხოვრება. ზოგიერთი უცხო ენის სწავლას/გაღრმავებას გადაწყვეტს.

მორიელი
კარგი დღეა სწავლისა და სახელმძღვანელოების შესაძენად. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ყველას ნუ ენდობით.

მშვილდოსანი
საინტერესო ადამიანთან საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და ლიტერატორის ნიჭი.

თხის რქა
ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს. კარგი დღეა მგზავრობისა და ვირტუალური კონტაქტებისთვის. საღამოს კითხვას დაუთმეთ ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

მერწყული
გაგიმძაფრდებათ ინტერესი ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი. საღამოს შეხვდით მეგობრებს, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თევზები
არავის არაფერი დაჰპირდეთ. ნუ შეასრულებთ სხვათა საქმეს. ახლობლებს სიმართლე დიპლომატიურად უთხარით. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100