29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კოლეგები კმაყოფილები არიან თქვენი მუშაობით და საქმისადმი ერთგულებით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.

კურო
წარმატება თქვენს მხარეზეა, მთავარია, მოინდომოთ და გააქტიურდეთ. დღის მეორე ნახევარში სიურპრიზი გელით მეგობრებისგან.

ტყუპი
მხიარული და პოზიტიური დღე გელით. საქმეებისგან თავის არიდებას ვერ შეძლებთ, რადგან უფროსი ყველა თქვენს ნაბიჯს აკონტროლებს.

კირჩხიბი
რაც უფრო ადრე შეუდგებით რთული საკითხების მოგვარებას მით ადრე წახვალთ სახლში, სადაც ოჯახის წევრები საოჯახო ვახშამზე გელოდებიან.

ლომი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებშიც და პირად ურთიერთობაშიც. იყავით მეტად ღიმილიანი. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული
შეწყვიტეთ უსიამოვნებაზე ფიქრი. ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. სამსახურის შემდეგ მაღაზიაში შეიარეთ, საოჯახო ნივთები და ტკბილეულობა შეიძინეთ.

სასწორი
დღევანდელი დღე სამომავლო სურვილების ჩამოსაწერად გამოიყენეთ. დაფიქრდით, რა გაკლიათ ყველაზე მეტად? საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
უსიამოვნებები მარტივად მოგვარდება. თავად კი დატკბით ცხოვრებით, ახლობლებთან თბილი დამოკიდებულებით. საყვარელი ადამიანი რომანტიკით გაანებივრეთ.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ სასურველს მიაღწიოთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.

თხის რქა
ახალი საქმეების დასაწყებად კარგი დღეა. შეიძლება თავგადასავლებმა გაგიტაცონ. საღამოს საყვარელ ადამიანს მყუდრო გარემო შეუქმენით.

მერწყული
კეთილი და პოზიტიური დღე გელით. თუმცა, საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული. საღამოს წამოწექით და დაისვენეთ.

თევზები
საქმეებისა და ვალდებულებებს ადვილად გაართმევთ თავს. მთავარია, არ გადაიღალოთ და ხშირად დაისვენოთ. საღამოს ნათესავებს ესტუმრეთ.

კომენტარი