ოხრახუშის ნიღაბი ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად

გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იკეთებენ ოხრახუშის ფოთლებისა და ღეროების ნიღაბს, გვიან შემოდგომაზე კი ამ მიზნით იყენებენ ოხრახუშის ძირებს.

ოხრახუშს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, იღებენ 2 სუფრის კოვზ ფაფას და იდებენ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ იბანენ ცივი წყლით. სახეზე ისვამენ მკვებავ კრემს.

ეს საშუალება საუკეთესოა განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისათვის, რომელთაც უჩნდებათ პიგმენტური ლაქები და კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას.

კომენტარი