ჭაბუა ამირეჯიბის ეს დარიგება ყოველდღე უნდა გადაიკითხოთ

ამონარიდი ჟაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებიდან დათა თუთაშხია.

”როგორიც გინდა იყოს საქმე, სიყვარულით თუ არ მიუდექი – ვერ მოერევი. კაცი მტრად თუ ჩათვალე, შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. მიტომაა, მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები, მან ჩაგთვალოს მტრად, გდიოს, გებრძოლოს, ის მდევარი იყოს, შენ – დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს, შენს მხარეს დაიჭერს მაშინ.

ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი, ნურც მოყვარედ. მის გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანს უნდა ხედავდე – არაფერს სხვას. ამას უნდა დევდე და კარგ საქმედ აქცევდე. სხვები დაინახავენ, კარგმა გლახას აჯობაო, მოგბაძავენ თვითონაც, უკეთესი გახდებიან, ვიდრე იყვნენ, გამრავლდება ასეთი ხალხი და გაუჭირდება ავ საქმეს. ესაა აბრაგის ვალი და ყველა კაცის ვალი. ასეა ეს."

კომენტარი