სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურმე, არ არსებობს ქალი, რომელსაც ,,მამაპაპური” პოზა და მოკრძალებული სექსი აღაფრთოვანებს

ქალების უმრავლესობა სულაც არ არის ისეთი მოკრძალებული, როგორიც ჩანს. მათ შებოჭილობისგან გასათავისუფლებლად და ყოველგვარი კომპლექსის მოსახსნელად მამაკაცის აქტიურობა სჭირდებათ. თავისთავად, ძლიერი სქესი ამ დროს თანმიმდევრული, მიხვედრილი და კორექტული უნდა იყოს.

მეტი აგრესია
არ არსებობს ქალი, რომელსაც ,,მამაპაპური” პოზა და მოკრძალებული სექსი აღაფრთოვანებს. ყველას სურს აგრესია, სექსუალური აგრესია. გამოიყენეთ ნებისმიერი ხერხი, იქნება ეს დარტყმა დუნდულებზე, ბაწრით შეკვრა, ბორკილებით დაბმა, მათრახი თუ წინასწარ შემუშავებული მთელი სცენარი. აგრესიული სექსი სუსტ სქესს აღაგზნებს, თუმცა არ დაგავიწყდეთ – ზომიერება ამ საკითხშიც აუცილებელია.

ბინძური საუბრები
გასაგებია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სექსის დროს საუბარი არ უყვართ, თუმცა აბსოლუტური სიჩუმე განა ყოველთვის მიმზიდველია. ხშირად ქალებს თქვენგან ბინძური სიტყვების მოსმენაც სურთ. შეიმუშავეთ ფრაზები, რომლებსაც მხოლოდ თქვენს ერთადერთ ქალს უწოდებთ. ეს ხომ ისეთი იდუმალი და სექსუალურია?!

სექსი სცენარის მიხედვით
დაგეგმილ, ფანტაზიითა და ექსტრავაგანტურობით გაჯერებულ სექსზე თითქმის ყველა ქალი ოცნებობს. მათ სიამოვნებთ, როდესაც ხვდებიან, რამდენი დრო დაუთმეს მამაკაცებმა მათ გახარებასა და სიამოვნების მინიჭებას. სიყვარულით დაკავება კარგია, თუმცა ხშირად სექსუალური ცხოვრების გადახალისებაცაა საჭირო.

კოცნა სექსის პროცესში
ეს არის საკითხი, რომელზეც თითქმის ყველა ქალი წუწუნებს. გასაგებია, რომ მამაკაცებს სექსის დროს კოცნა დიდად არ გიზიდავთ, თუმცა ეს თქვენი მეორე ნახევრებისთვის აუცილებელია. კოცნისას ქალი თავდაჯერებულია. ის რწმუნდება, რამდენმად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის და ეს ფიქრი კიდევ უფრო მეტად აღაგზნებს მას.
რომანტიკა
ბოლოს კი, უხეშ, აგრესიულ სექსთან და ბინძურ საუბრებთან ერთად, ქალებს რომანტიკაც სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს პროლოგი, რომანტიული ვახშამი, სანთლები, ჯაკუზი თუ ვარდის ფურცლებით მორთული ოთახი. ამ საკითხში ფანტაზია მამაკაცზეა დამოკიდებული..


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100