სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის სპორტული კვება და რა სარგებელი მოაქვს მას?

სპორტული კვებაეს არის ნატურალური პროდუქტების ჯგუფი, სპეციალიზირებული დანამატები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპორცმენს ყველა საჭირო ნივთიერებებითპროტეინებით (ცილები), გეინერებით (ნახშირწყალცილოვანი შენარევები), ამინომჟავებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ენერგეტიკებით. ასევე სპორტულ საკვებ დანამეტებს განეკუთვნება კრეატინი, სახსრების და ძვლების საშუალებები, ცხიმის გასანადგურებელი დანამატები და სხ. ანაბოლიკური სტეროიდები არ განეკუთვნებიან სპორტულ კვების დანამატებს!

ადამიანის კვება, რომელიც სპორტს მიზდევს, განსხვავდება ადამიანის კვებისგან რომელიც არ არის დაკავებული სპორტით. პროფესიონალური სპორტი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას კვების რაციონის მიმართ. სწორად დაგეგმილ ვარჯიშთან ერთად საჭიროა სწორი კვებაც. ეს ასპექტი სპორცმენებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვებისგან განსხვავებით , სპორცმენი იღებს დამატებით დატვირთვას, აქედან გამომდინარე ესაჭიროება დამატებითი დახმარება. დახმარების ფუნქციას ითავსებს სწორადაც სპორტული კვება.საბოლოო ჯამში კვება განსაზღვრავს წარმატებას პაუერლიფტინგში, ბოდიბილდინგში თუ სხვა სპორტის სახეობაში.

არსებობს მცდარი შეხედულება იმის შესახებ, რომ სპორტული კვება არ არის საჭირო, რომ სპორცმენის მოთხოვნილებებს აყმაყოფილებს ჩვეულებრივი კვება. როგორც წესი ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც შორს არიან სპორტისგან.

მოდით გავერკვიოთ: თუ არ ვარჯიშობთ აქტიურად, არ გინდათ კუნთოვანი მასის ზრდა, მაშინ თქვენთვის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი კვების რაციონში სავსებით საკმარისი იქნება. ცილების საჭიროება ადამიანისთვის რომელიც ფიზიკურ დატვირთვებს მოცილებულია, შეადგენს 1,5 გრამი ცილას წონის ერთ კილოგრამზე. ხოლო ის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, საჭიროებს 2–2,5 გრამ ცილას საკუთარი წონის ერთ კილოგრამზე. გამოდის, რომ ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი!? როგორ მიიღო ამდენი საკვები, თან ცილების გარდა ის შეიცავს ასევე ცხიმებს და ნახშირწყლებს, რაც კანქვეშა ცხიმებისკენ მივყავართ. სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ნატურალური პროდუქტი, რომელშიც იქნება მხოლოდ ცილა. მეცნიერებამ და კვების ინდუსტრიამ გადაწყვიტეს ეს პრობლემა, და შექმნეს სპეციალიზირებული პროდუქტები– რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სპორტულ კვებას.

ბოლო წლების ძირეულმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს გავრცელებული მოსაზრევა, რომ სპორტული კვება არამხოლოდ უვნებელია ორგანიზმისთვის, ასევე ძალიან სასარგებლოა. ყველაზე სასარგებლო იგი, რათქმაუნდა სპორცმენებისთვისაა, განსაკუთრებით სპორცმენებისთვის რომლებიც დაკავებულები არიან სიმძიმეების აწევით, ბოდიბილდინგით,ფიტნესით. შეუძლებელია გავაცალკევოთ პროფესიული სპორტი სპორტული კვებისგან. ყოველი სპორცმენი, ეს იქნება მოჭიდავე თუ მოცურავე, სპორტული დანამატების გარეშე ვერ მიაღწევს კარგ შედეგებს თავის სპორტის სახეობაში. სპორტული დანამეტების განსხვავება სტეროიდებისგან არის უდიდესი და არ უნდა გვეშლებოდეს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100