სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისთვისაა ზედგამოჭრილი მოკლე კაბები, ვინ უნდა ჩაიცვას და რა სიტუაციები უნდა აირიდოთ თავიდან

უმეტეს შემთხვევებში მოკლე კაბები ლამაზი ფიგურის ქალბატონებისთვის კიდევ ერთი ხერხიაწარმოაჩინონ გარეგნული სილამაზე. მიუხედავად იმისა, რომ განურჩევლად სქესისა, ადამიანები ყოველდღიურობაში შარვლებს ანიჭებენ უპირატესობას, კაბა და მით უმეტეს მოკლე, მუდამ დარჩებამდედრობითი სქესის გარდერობის მთავარ ატრიბუტად.

მოკლე კაბა ყველა სახის ფიგურის მქონე ქალს არ უხდება. გამხდარი და მაღალი გოგოებისთვის კაბის ეს ტიპი ზედგამოჭრილია,თუმცა მსუქანი და უკვე ასაკში შესულო ქალბატობევისთვის მოკლე კაბაში 'გამოპრაჭვა' შეიძლება ცუდ ტონად და ვულგარულობად ჩაითვალოს. იმისათვის, რომ მსგავსი სიტუაციები აიცილოთ თავიდან, უნდა იცოდეთ რა სიტუაციაშია მიზანშეწონილი მოკლე კაბის ჩაცმა და რა შემთხვევაში ჯობია კაბა შარვლით ჩავანაცვლოთ. მინი კაბები მოდის ინდუსტრიაში დაახლოებით 50 წლის წინ გაჩნდა. მაშინ ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მოწინააღმდეგეებთან ერთად კაბის სიგრძის შემოკლებას მომხრეებიც გამოუჩნდნენ. ყველაზე მოხერხებულად ითვლება ჯინსის ქვედაბოლო, ზაფხულში 'მსუნთქავი' ნაჭრისგან შეკერილი მინი ქვედაბოლო საუკეთესო ვარიანტი სიცხისგან თავის დასაცავად, ხოლო ზამთარში აქტუალობას ბეწვი იძენს. თუმცა არც ერთი კაბა არ გამოიყურება მიმზიდველად, თუ მას არ აქვს შეხამებული კარგი ფეხსაცმელი. ჯინსის ქვედაბოლოს მოუხდება სანდლები. თვით გლამურული ქალბატონიც თავს მომხიბვლელად იგრძნობს ქვებით, მძივებითა და თვლებით გაფორმებულ სანდლებში ეჭვგარეშეა რომ მსგავსი კაბები თამამ, საკუთარ თავში დარწმუნებულ გოგოებს უხდებათ, რადგანაც მოკლე კაბა თავისთავად გულისხმობს სექსუალურობის მომატებას, ყურადღების ცენტრში ყოფნას, ქალების შურსა და მამაკაცების აღფრთოვანებას. თუკი გაითვალისწინებს მოდურ ტენდენციებს და საკუთარი ფიგურის მახასიათებლებს,ნებისმიერი ქალბატონი აირჩევს ისეთ მოკლე კაბას, რომელიც ზუსტად მის სტილს შეესაბამება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100