ეპილაციის წარმოშობის ეგვიპტური ფესვები და ფისის ან თაფლის ემულსიით მოშორებული თმა

თუ გგონიათ, რომ ეპილაციის წარმოშობაში მოდის პრიალა ჟურნალებია „დამნაშავე“, ძალიან ცდებით. სინამდვილეში, მისი ისტორია იმდენივე წლისაა, რამდენიც ეგვიპტური პირამიდების.

ლეგენდის მიხედვით, წესი, რომ ქალის სხეულზე ერთადერთი ადგილი, სადაც თმა შეიძლება იზრდებოდეს – თავია, კლეოპატრამ მოიგონა. უძველესი ეპილატორის – პინცეტის დახმარებით ძველი ეგვიპტელი ქალები თმებს ძირიანად იშორებდნენ, გაღიზიანებულ კანს კი სამკურნალო ზეთებით ამშვიდებდნენ. ეს ტრადიცია შემდეგ ბერძნებმაც გადაიღეს და ისინი კანიდან ზედმეტ თმებს

ფისის ან თაფლის ემულსიით იშორებდნენ. ცოტა წამოზრდილ თმებს კი უხეშ ძაფზე ახვევდნენ და ძირიანად აძრობდნენ. ორივე პროცედურა საკმაოდ მტკივნეული იყო, მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მაშინაც მოითხოვდა.

დავუბრუნდეთ ჩვენ დროს. ეპილაციისადმი ინტერესმა კულმინაციას XX საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია, როცა საზოგადოებაში შიშველი სხეულის კულტმა შემოაღწია. რასაკვირველია, მასზე ზედმეტი თმის ადგილი ნამდვილად არ იყო! ძველი ეგვიპტელების გამოგონებები უკვე საქმეში გამოიცადა: იმ წლებში შექმნეს პირველი პორტატული ეპილატორები და დახვეწეს ცვილით ეპილაციის ტექნოლოგია.


ფსიქოლოგებმა ზედმეტი თმებისგან გათავისუფლების უძველეს მიდრეკილებას სავსებით მკაფიო განმარტება მოუნახეს. აღმოჩნდა, რომ კრიალა კანი ქვეცნობიერად ახალგაზრდობასა და უცოდველობასთან ასოცირდება. და გამოდის, თუ გინდათ ახალგაზრდად გამოიყურებოდეს, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები საკმარისი არ არის, სხეულზე ზედმეტი თმების გამოჩენასაც ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი.

კომენტარი