სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლოპოტას ხეობაში ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა ნაწილი განადგურებულია

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ლოპოტას ხეობაში, ქართველ სამართალდამცველთა და დივერსანტთა შორის ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი. შედეგად კი დივერსანტთა ნაწილი განადგურებულია.

როგორც ცნობილია დივერსანტთა საერთო რაოდენობა 20 ადამიანს შეადგენს. აღნშინულმა დაჯგუფებამ, სამი დღის განმავლობაში მძევალთა სამი სხვადასხვა ჯგუფი აიყვანა.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა სამართალდამცავებმა სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დივერსანტთა ჯგუფს დანებება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100