სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გეგმები აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორს?

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის თანამდებობაზე თენგიზ გუნავა წარადგინა.

ახლადდანიშნული გუბერნატორის სამომავლო გეგმებზე dron.ge თავად თენგიზ გუნავას ესაუბრა.

„გუშინ საღამოს გავიგე, რომ პრეზიდენტი ჩემს წარდგენას აპირებდა. მოულოდნელი იყო ჩემთვის. დღეიდან უკვე დავიწყე საქმიანობა. ვაპირებთ, რომ რეგიონის არცერთი მოსახლის პრობლემა არ დარჩეს უყურადღებოდ. გაჩერებული პროექტების გაგრძელება, ხალხის დასაქმება და რეგიონის განვითარება მთავარი პრიორიტეტებია. ყურადღებას გავამახვილებთ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროზე“-განაცხადა გუნავამ droni.ge-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ დღეს გუნავას წარდგენის შემდეგ მიხეილ საკაშვილმა მის დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. ქვეყნის პირველი პირის თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში ის ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ არ მოხდეს კრიმინალური, კორუმპირებული წარსულის დაბრუნება საქართველოში, როგორც ეს ახალი მთავრობის პირობებში ხდება. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100