თენგიზ გუნავა ისევ დააკავეს: ამჯერად ნარკოტიკების ნაცვლად ბენზინის "აორთქლება" აღმოუჩინეს

სულ ცოტა ხნის წინ სკნადალურად დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული თენგიზ გუნავა დღეს სამსაათიანი დაკითხვის სემდეგ ისევ დააკავეს. გუნავა მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს და აუხსნეს, რომ დაკითხვაზე მისი დაბარება ეხებოდა არა მის მიერ შეტანილ საჩივარს, სადაც ის უკანონო დაკავებას აპროტესტებდა, არამედ მის წარსულ საქმიანობას.

თენგიზ გუნავა პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. როგორც ჩანს, კბილაშვილის უწყებამ, ზოგადად კი კბილაშვი-ღარიბაშვილის ტანდემმა გუნავასთან დაკავშირებული მარცხი ვერ გადაიტანა და ამჯერად დაკავებისთვის ფინანსური საბაბი მოიძებნა: როგორც ადვოკატი აცხადებს, თენგიზ გუნავას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში მისი სტრუქტურისთვის გამოყოფილი ბენზინის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ - გამოძიების ვერსიით, დაახლოებით სამ ტონამდე ბენზინის გაწერილი ხარჯთაღრიცხვა ვერ იპოვეს და დაკავების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

კომენტარი