რუსეთი ცვლილებებისთვის ემზადება?!

რუსეთში ჟურნალისტებზე თავდასხმების სტატისტიკას შაბათს მომხდარი კიდევ ერთი ფაქტი შეემატა. საკუთარ სახლთან სასტიკად სცემეს "კომერსანტის" რეპორტიორი ოლეგ კაშინი, რომელმაც უმძიმესი ტრამვები მიიღო.
ფგდფგფდჯკგდფკლ
მომხდარით აღშფოთებული რუსი ჟურნალისტები კრემლისაგან სასწრაფო ზომების მიღებას და მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ჟურნალისტებზე თავდასხმები უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გახშირდა. მკვლელობები, ფიზიკური შეურაცხყოფა ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ფგდფგფდჯკგდფკლ
ევროპელი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთში დიდი ცვლილებებისათვის ემზადებიან. ჟურნალისტების ასეთი გააქტიურება მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით, ამასთან დემონსტრაციების შესახებ კანონის გალოიალურება და ასე შემდეგ, მიმდინარე გარკვეულ ქვედინებებზე მიანიშნებს. ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდება.
ფგდფგფდჯკგდფკლ
მედვედევი უკანასკნელ პერიოდში თითქოს დასავლეთისათვის მოსაწონ დემოკრატიზაციის გზას დაადგა. პუტინის სახელი კი, კვლავ დაკავშირებულია ძალასთან და ავტორიტარულ სისტემასთან. დასავლეთი მედვედევით უფრო კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა, თავად რუსულ საზოგადოებაში გასხვავებული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევის რეიტინგი პუტინისას თითქმის გაუთანაბრდა, გამოკითხვების მიხედვით ირკვევა, რომ რუსების უმრავლესობას ქვეყნის სამართავად მაინც "მკაცრი ხელი" ურჩევნია.
ფგდფგფდჯკგდფკლ
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთში უკვე დაიწყო ორ ბანაკს შორის სერიოზული ბრძოლა. ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც სურთ შეინარჩუნონ არსებული მოდელი და მეორე მხარეს, ლიბერალიზაციის მომხრეები, ჟურნალისტები, მეწარმეები, პოლიტიკოსები, თუმცა მათ შორისაც არსებობს ქვეჯგუფები. კაშინთან დაკავშირებით მომხდარმა შემთხვევამ ეს უკანასკნელი მიმართულება საგრძნობლად გაააქტიურა.

ჟურნალისტები ხელისუფლებისაგან მკვეთრ რეაგირებას და რეალურ ნაბიჯებს მოითხოვენ და არა უბრალო დაპირებებს, რომელიც, მათი თქმით, ადრეც მრავალჯერ მოუსმენიათ მათი კოლეგების მკვლელობებისა და ცემის ფაქტების შემდეგ. უცხოურმა პრესამ კი, მომხდარ ფაქტს "სისხლიანი წინასაარჩევნო დაპირისპირების დასაწყისი" უწოდა. რუსეთში, ორ ბანაკს შორის ბრძოლა, რუსეთისთვის ჩვეული მეთოდებით დაიწყო.

კომენტარი