სააკაშვილი სარკოზის ფრაკოფონიის სამიტზე შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. შეხვედრა ფრანკოფონიის სამიტის ფარგლებში მოხდა.
დსფჯსდკფ;ლდს
საქართველოს პრეზიდენტმა ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში ფრანგული ენის შესწავლა უფრო ინტენსიური გახდება.
დსფჯსდკფ;ლდს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ამ სამიტზევე სააკაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ფრანკოფონიის სამიტზე 2009 წელს კომუნიკე მიიღეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.
დსფჯსდკფ;ლდს
წლევანდელი ფრანკოფონიის სამიტი კი 23-24 ოქტომბერს გაიმართა. ამ სამიტზე დამსწრეთაგან საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი პირველი პირი იყო და მას სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცა.
დსფჯსდკფ;ლდს
ნინო კალანდაძის თქმითვე, “წელს ამ სამიტზე შარშანდელზე უკეთესი კომუნიკე მიიღეს. ოფიციალურ დოკუმენტში განსაკუთრებითაა ხაზგასმული საქართველოსადმი დიდი მხარდაჭერა და აღნიშნულია ის, რომ აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს აღებული ვალდებულებები”, – განაცხადა მან.
დსფჯსდკფ;ლდს
კომუნიკეში მითითებულია ისიც, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ჟენევის მოლაპარაკებები და შესრულდეს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას უჭერს მხარს.

კომენტარი