სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ კოლონაში მძღოლად სასულიერო პირი გამოჩნდა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განჩინება მიიღო, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ სასულიერო პირები არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებში. ამ ჩანაწერის აუცილებლობა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილმა აქციით იყო გამოწვეული, სადაც სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

ამ საგანგებო ზომების მიუხედავად, როგორც ჩანს, ზოგიერთი სასულიერო პირისთვის სინოდისა და პატრიარქის გადაწყვეტილება მაინცდამაინც ანგარიშგასაწევი არ არის. როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „პრესა.ჯი“ იტყობინება, „პრესა.ჯი“-ს მორიგე ჯგუფებმა, რომლებიც თვალს ადევნებენ წინასამიტინგო სამზადისს გორსა და მიმდებარე რაიონებში, ხაშურიდან გორისკენ მოძრავი კოლონის ერთ-ერთ მიკროავტობუსში ორი სასულიერო პირი შენიშნეს, რომლებსაც ღია სარკმლებიდან „ქართული ოცნების“ დროშები ჰქონდათ გამოყოფილი, ხოლო როცა კოლონის სხვა მანქანები გვერდს აუვლიდნენ, იქ მყოფებს დალოცვის ნიშნად პირჯვარს სახავდნენ.

ის სულისმიერი სიყვარული და დალოცვა, რაც პირჯვრის გადასახვაშია ჩადებული, მაშინვე გაქრა და სახეებიდან სათნო ღიმილიც წაეშალათ, როცა სასულიერო პირებმა ერთ-ერთი მანქანიდან ვიდეოკამერა დაინახეს, რომელიც მათ იღებდა. ოპერატორი ITV.GE-ს თანამშრომელია და, ბუნებრივია, კამერას კომპანიის ლოგოც ჰქონდა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, სასულიერო პირებს ლოგო ამოეცნოთ. როგორც ჩანს, მილიარდერის მიერ კონტროლირებადი კამერები თავიდანვე გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ სასულიერო პირები კადრებში არ მოეხვედრებინათ და ისინიც მიხვდნენ, რომ მათ „მტრული“ კამერა უღებდა.

მოყვასის სიყვარულის გამოვლენა სასულიერო პირებს მეტად აღარ უცდიათ: ერთმა დროშით სახე დაიფარა, ხოლო მეორემ, მას შემდეგ, რაც გადამღები ჯგუფის მანქანა საკმაო მანძილზე მიუახლოვდა, ოპერატორი კი გადაღებას აგრძელებდა, არც მეტი, არც ნაკლები, კამერას დროშის ტარი მოუქნია...“

ამავდროულად, უკვე „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტების ცნობით, ერთ-ერთ მანქანას, რომელიც კოლონის შემადგენლობაში იყო, სასულიერო პირი მართავდა. მათივე ცნობით, მანქანა კოლონაში შემთხვევით მოხვედრილს არ ჰგავდა, რადგან მგზავრებს სალონში „ქართული ოცნების“ ატრიბუტები ეჭირათ ხელში. ამასთან, როცა ჟურნალისტებმა მას მძღოლის სავარძლის მხრიდან შემოაუარეს და გადაღება დააპირეს, კადრში მოხვედრისთვის ტავის არიდების მიზნით, სასულიერო პირმა სიჩქარეს მოუმატა და წინა მანქანების გასწრება დააპირა, რითაც ავარიული სიტუაცია შექმნა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100