ირაკლი ოქრუაშვილი ალასანიას ურჩევს, „ნარკობარიგა’’ ცოლისძმას მიხედოს

ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილს ვერსალის სასამართალოში რომ უჩივის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს განცხადება წინა კვირას გაახმაურა, თუმცა ამჯერად ივანიშვილსა და მის გუნდს ოქრუაშვილი მედიის საშუალებით ეხმიანება და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

გასულ კვირას ივანიშვილმა ოქრუაშვილი დაიწუნა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და მასთან საუბარს არ ვაპირებო. ივანიშვილის პოზიცია მისმა პრეს-სპიკერმა და ალასანიას ცოლისდამ მაია ფანჯიკიძემ გაახმაურა. მალევე ბეჭდური მედიის საშუალებით ალასანიას და „მეოცნებეებს“ ოქრუაშვილმა ინტერვიუდან პარიზიდან ასე შემოუთვალა: „არ მსურს, თავის მართლების რეჟიმში ჩავიყენო საკუთარი თავი, თორემ სათქმელი მეც ბევრი მაქვს! ნახევარი ევროპის ციხეეები მომატარეს სააკაშვილის წყალობით და თურმე საფრანგეთში რომ ვარ დღეს, ეს აფიქრებინებთ, რომ სააკაშვილის გუნდის წევრი ვარ...

თუ ეს ფანჯიკიძის პასუხია, ოქრუაშვილი ვერ მიიღებს, რადგან ისიც იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, პირად მოტივებზე დაყრდნობით ოქრუაშვილს მტრად რომ მიიჩნევს.

ფანჯიკიძის ძმა იყო დაკავებული ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვისთვის. ის იყო თბილისში ცნობილი ნარკორეალიზატორი და ნახევარი საბურთალო და ვაკე მოწამლა.! ამიტომ ვერ მიიღებს ოქრუაშვილი ფანჯიკიძის პასუხს.“-ო.

ოქრუაშვილის მტკიცებით, იგი აპირებს თავად ივანიშვილს მიმართოს სპეციალური წერილით, რომ ოლიგარქი მისივე გარემოცვის მძევალია და ჭორვილას გარდა სხვა სოფლებიცაა, რომლებიც ივანიშვილმა თავად უნდა ნახოს, რათა ხალხის განწყობა გაიგოს.

კომენტარი