სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჯარო გამოსვლის დროს ბარაკ ობამა ამღერდა (ვიდეო)

19 იანვარს, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, რომელიც საარჩევნოდ ფინანსების მოზიდვის საკითხებს შეეხებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსვლა, მოულოდნელად, სიმღერით გააგრძელა. მან ცნობილი შემსრულებლის ალბერტ გრინის კომპოზიცია წაიღიღინა.

ბარაკ ობამას მხრიდან საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების გამომჟღავნებას მხარდამჭერები დიდი ოვაციითა სიხარულით შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ეს ნაწილი, ისევე როგორც მთელი მისი გამოსვლა, რამდენიმე წამყვანი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ალბერტ გრინს სასცენო მეტსახელით - ელ გრინით უფრო იცნობენ. ვინაიდან ის საეკლესიო მსახურიც გახლდათ, ღირს ელ გრინადაც მოიხსენიებენ. ელ გრინი გოსპელის შემსრულებელია და 65 წლის მომღერალი დღესაც აქტიურ მუსიკოსად მოიაზრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100