სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენიმე დღეში თბილისს ჰილარი კლინტონი ეწვევა

ივლისის დასაწყისში საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიამ, განაცხადა.
ჯალაღანიას განცხადებით ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან გაიმართება.

„საქართველო და აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელებენ“ - აცხადებს ჯალაღანია.
ჯალაღანიას თქმით, შეხვედრებზე ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აშშ-ს სტრატეგია განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ოფიციალურ განცხადებაში, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულად ოფიციალურად დაასახელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100