სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა ბენდუქიძე: საქართველოში ოპოზიციური პარტიაც კი არ არსებობს

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ ყირგიზულ საინფორმაციო სააგენტო 24.kg-თვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნების გარეშე საქართველოში რეფორმების გატარება შეუძლებელი იქნებოდა.

მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯარში გატარებული სისტემური ცვლილებებით სასურველ მიზანს ვერ მივაღწევდით“, - აღნიშნა ბენდუქიძემ.

ინტერვიუში ბენდუქიძე ქართული ოპოზიციის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიაც კი არ არსებობს.

"მაგალითად, ხვალ ვმართავ 3 ათასკაციან კაციან საპროტესტო აქციას და, ფიგურალურად რომ ვთქვა, ვითხოვ ყველა თუთიყუშის გამოშვებას.

და რა? ეს იქნება ხალხის სურვილი? ან ეს იქნება „ფლეშ მობი“? გამოვლენ ადამიანები დემონსტრაციაზე და იყვირებენ სლოგანებს? ეს არის პოპულარული მოსაზრება...

ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. თუ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს, როგორც მძიმე არტილერიას ისე იყენებს, ოპოზიციას ესეც არ გადაარჩენს. ამის საუკეთესო მაგალითი 2003წლის „ვარდების რევოლუციაა“. აქ არ არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი უფლებისთვის, მასობრივ გაყალბებასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ. საბოლოო ჯამში, საქართველო ოპოზიციური პარტიაც კი არ არსებობს“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100