სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნდა დავიცვათ ხმები, ჩვენ პარლამენტში 17-წლიანი ბრძოლის შემდეგ მოვხვდით - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შევიდა. ნათელაშვილს მიაჩნია, რომ პარტიამ, მინიმუმ, 15% აიღო. ნათელაშვილი აცხადებს, რომ, თუკი ცესკო შედეგებს გააყალბებს, საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება არ არის.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ეგზიტპოლების ჩვეულებრივი ომი. ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს სიმღერას. დღეს ორივე სუბიექტმა შეუკვეთა საკუთარი გემოვნების ეგზიტპოლი და დაწერეს ის, რაც უნდოდათ. საქართველოს აღარ ჰყავს მმართველი პარტია. შესაბამისად ვულოცავ მთელს საქართველოს. მეორე ყოფილი მმართველი პარტია ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში და ესეც მინდა, მივულოცო ჩვენ გმირ ხალხს. ლეიბორისტული პარტია კი შესულია პარლამენტში. არჩევნების გაყალბება ამ ქვეყანაში იწყებოდა ეგზიტპოლების მეშვეობით. 17 წლის ბრძოლის შემდეგ პირველად შევდივართ პარლამენტში და ეს მხარდაჭერა უნდა დავაფასოთ და დავიცვათ ჩვენი ხმები. იყავით მტკიცედ, არ დაიხიოთ უკან. ხალხი თქვენს გვერდით არის. ვერცხლზე და ფულზე ხელი არ წაგიცდეთ," - აცხადებს ნათელაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100